ბორშის დიეტა – “ერთ თვეში 10 კილო დავიკელი”

  Posted on   by   12 comments

ბორშის დიეტა

 

წონაში სტაბილური კლებისათვის და წონის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი წვნიანის დიდი ოდენობით მიღებაა. წვნიანი როგორც წონაში კლებისთვის, ისე ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის საუკეთესო არჩევანია.
მარიამ ორბელაძემ, ბორშის დიეტით ერთ თვეში 10 კილო დაიკლო   და სასურველი წონის მიღების შემდეგ მის სტაბილურად შენარჩუნებასაც ახერხებს.

 

რატომ გადაწყვიტე დიეტის დაცვა და რამდენი კილოს დაკლება გქონდა გადაწყვეტილი?

– ჭარბი წონა არასდროს მაწუხებდა, თუმცა წლოვანებასთან ერთად მატება დავიწყე და მინდოდა თავის დროზევე მიმეხედა ფიგურისთვის. არ მქონია კონკრეტულად დასახული რამდენი კილოს დაკლება მინდოდა, ამიტომ როდესაც თავი კომფორტულად ვიგრძენი კონკრეტულ წონაზე, შევწყვიტე კიდეც აქტიური დიეტა.

როგორ აირჩიეთ სასურველი დიეტა?

– გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა დიეტების დაწყების მცდელობები მქონდა. რთულია ისეთი დიეტების დაცვა, რომელიც გაიძულებს იშიმშილო. ბორშის დიეტა კი ამ მხრივ არაჩვეულებრივია, დიეტის პროცესიც და შედეგიც.

მანამდე თუ გსმენოდათ ბორშის დიეტასთან დაკავშრებული შედეგების შესახებ?

– არა, პირადი გამოცდილებით დავრწმუნდი მის ეფექტურობაში. ერთ თვეში  10 კილო დავიკელი. მას შემდეგ ბევრ მეგობარს ვურჩიე მისი დაცვა და ყველა კმაყოფილია მიღებული შედეგით.

დიეტის პერიოდში გქონიათ რაიმე სახის სირთულეები?

– ორი კვირა დამჭირდა პირველი შედეგის დასანახად. თავიდან მეგონა არ იყო ეფექტური დიეტა, თუმცა 2 კვირის შემდეგ სტაბილურად განვაგრძობდი წონაში კლებას, რამაც შემმატა სტიმული არ მიმეტოვებინა დიეტა.

ჩვენი საიტის სტუმრებს რაიმე რეკომენდაციას ხომ არ გაუწევდით ამ დიეტასთან დაკავშირებით?

– რა თქმა უნდა. ბორშის დიეტის ეფექტურობა საკუთარ თავზე გამოვცადე და ამიტომ ყველას გირჩევთ მას. თუმცა, ნებისმიერი დიეტის შემთხვევაში, არასოდეს დაივიწყოთ კალორიების თვლა, ეს არის ის, რის გარეშეც არც ერთი დიეტა არ იქნება სრულყოფილი. თქვენს საიტზე არსებული კალკულატორი ძალიან მოსახერხებელია კალორიების დასათვლელად, ამიტომ, მის გამოყენებას ყველას ვურჩევ.

როგორ ახერხებთ მიღწეული წონის შენარჩუნებას?

– სასურველი წონის მიღების შემდეგ ისევ განვაგრძე ყველაფრის მიღება, თუმცა, მცირე ულუფებით, განსაზღვრულ საათებში და რაც მთავარია კალორიების დათვლით. ბორშის დიეტის დამთავრების შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა და წონას კვლავაც უცვლელად ვინარჩუნებ.

 

თქვენ რა გამოცდილება გაქვთ ბორშის დიეტის შესახებ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.

 

 


Author: Dieta

12 comments

  1. slim ამბობს:

    მოგესალმებით სალომე, ბორშის დიეტის რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
    http://gaxdoma.ge/dieta/ბორშის-დიეტა/

    • Rose ამბობს:

      Merci Laurent pour ce coup de prtÃ;coeur.J&#8217eamj©liorerai bien entendu cette page au fur et à mesure, et en fonction de vos remarques.Les éditeurs peuvent m’envoyer leurs remarques ou besoins, j’ajouterai très rapidement les nouvelles fonctionnalités.

  2. salome oniani ამბობს:

    რამე განსაკუთრებული რეცეპტით აკეთებთ ? თუ ჩვეულებრივად უნდა გავაკეთო

  3. სოფო ამბობს:

    არა დაიწყე ბორშის დიეტა და წესით ერთი თვე თუ გააგრძელე უკეთესს შედეგსაც მიიღებ… ორგანიზმეცაა რა რა თქმა უნდა დამოკიდებული

    • Cherry ამბობს:

      iphoto…i am going to read up on it. See, its when u say things like ‘clean up the schr2caes&#8t17; and ‘adjust the exposure’ I need to learn…have been trying my camera on AV priority and I am a total failure. I can’t seem to get depth of field..I will keep on truckin’

  4. მარი მარი ამბობს:

    Mაგარი სედეგია მაგრამ ის ვერ გავიგე რამდენი ხანი უნდა გავაგრზელო რომ დავიწყო? 1 თვე შეუჩერებლად უნდა მივირთვა?

    • Roxy ამბობს:

      comentou em 19 de novembro de 2011 às 21:24. Julia.Meu anarirsevio esta chegando sera no dia 4 de dezembro você poderia me indicar um video de maquiagem e cabelo que vc fez que seria propia para minha idade(15 anos) mais não vai ter festa so umafestinha pra familia então um look basico!?!ME RESPONDA PORFAVOR PRECISO DA SUA OPINIÃO ESTOU DESESPERADA

  5. სალომე ამბობს:

    დედაჩემმაც დაიკო ამ დიეტით ძალიან მაგრად 🙂

  6. ნათი ამბობს:

    მეც ვიწყეეეეებ 😀 😀

  7. ნინო ამბობს:

    მაგარი შედეგია!!!

    • Moon ამბობს:

      I think you're living the 70s dream in fine 21st century style! Love to;#3&ay9ds outfit.I think I'd have done well in a more old fashioned era. The 40's would do me nicely – is it weird to say I would have liked to live through the war? I can see myself doing v. important WAAF business and losing my heart to a dashing pilot. Or perhaps running a small country estate in the late 18th century.

Comments

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +