ენდოკრინოლოგი პასუხობს ჩვენს შეკითხვებს

  Posted on   by   6 comments

ენდოკრინოლოგი

 

Gaxdoma.ge-ს შექმნის დღიდან საიტის პოპულარობა მატულობს. ვინაიდან ჩვენთვის თქვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, მზად ვართ მივიღოთ შეკითხვები და, შეძლებისდაგვარად, გაგცეთ ამომწურავი პასუხები.

ჩვენ დავუკავშირდით ენდოკრინოლოგ ვიქტორია ჯაფარიძეს, რომელიც თქვენს შეკითხვებს უპასუხებს. გმადლობთ აქტიურობისთვის!

 

  • მაინტერესებს რა კრიტერუმებით შევარჩიო ჩემთვის ყველაზე ეფექტური დიეტა?
    – დიეტის შესარჩევი მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი: თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, საწყისი წონა (დიდ მასაზე დიეტის რაციონი სხვაა, დაბალ წონაზე უფრო შეზღუდული რაციონია), თქვენი სხეულის მასის ინდექსი (BMI), კვების რეჟიმი, ცხოვრების წესი. ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება ინდივიდუალური დიეტის შერჩევა, რაც უნდა ხდებოდეს ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით.
  • როგორ ვიანგარიშო რამდენ კალორიას უნდა ვღებულობდე დღის განმავლობაში რომ წონაში დაკლება შევძლო?
    – კალორაჟის დადგენა ხდება მის მიხედვით, თუ რა კალორაჟს ღებულობთ ყოველდღიურად. უეცრად კალორაჟის შემცირება დაუშვებელია, ფიზიოლოგიურად 1500-2000 კილო კალორია უნდა მიიღოს ორგანიზმმა, სადაც ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მიკრო, მაკროელემენტები თანაბრად იქნება. არ შეიძლება კალორაჟი ერთი სახის პროდუქტით იყოს წარმოდგენილი.
  • ზოგადად შენელებული კლებადობა რისგან არის გამოწვეული? რა იწვევს მას ყველაზე ხშირად?
    – შენელებული კლებადობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. კვების რაციონი, კუჭ-ნაწლავის სისტემის მოწერსიგებულობა, ცხოვრების სტილი, ფიზიკური აქტივობა, მიღებული სითხის ოდენობა და ა.შ.
  • რამდენად მიზანშეწონილია 18 საათიანი დიეტა?
    18 საათიანი შიმშილი ზოგადად მიზანშექონილი არ არის, რადგანაც ამ დროის მანძილზე მთელი ორგანიზმის უჯრედები განიცდიან შიმშილს. კუჭში გამოიყოფა კუჭის წვენი, რომელსაც თუ საკვებს არ მივაწოდებთ იწყებს კუჭის ამომფენი ლორწოვანი გარსის დაზიანებას, აქედან იწყება გასტრიტების, წყლულოვანი დაავადებების პრობლემა.
  • მუცლის ზონის პრობლემის მოსაგვარებლად, გარდა ვარჯიშისა, არის თუ არა რეკომენდირებული კონკრეტულად რაიმე დიეტის დაცვა?
    მუცლის წინა კედელზე და ბარძაყის მიდამოებში ჩალაგებული ცხიმოვანი საფარველის სიდიდე დამოკიდებულია არა მხოლოდ კვებაზე, არამედ გენეტიკაზეც. ადამიანი შეიძლება წონით იყოს პატარა, მაგრამ აღნიშნული მიდამოს კონფიგურაცია მკვეთრად იყოს გამოკვეთილი და ეს იყოს გენეტიკური განწყობის. ვარჯიშთან ერთად არსებობს სამკურნალო დიეტები, რამელიც კერძოდ მაგ უბნებზეა გათვლილი. გირჩევთ დიეტა ენდოკრინოლოგს გააწერინოთ.
  • მაინტერესებს ჭამის მერე ადუღებული წყლის დალევა ხელს უწყობს გახდომას?
    წყალი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს გახდომაში და არა მხოლოდ გახდომაში. რაც შეეხება ადუღებული სახით ხშირ გამოყენებას, არაა რეკომენდირებული. გამომდინარე იქედან, რომ არ მოხდეს კუჭის ლორწოვანის დაზიანება.
  • მაინტერესებს ე.წ. 18 საათიანი შიმშილის დიეტა. ანუ მაგალითად დილის 12 საათიდან საღამოს 6 საათამდე იღებ საკვებს, ცომეულის, ტკბილეულის გარეშე, ზომიერად… და მერე დღის 12 საათზე აღარაფერს ჭამ, მხოლოდ სითხეებს იღებ. რამდენად ეფექტურია ეს დიეტა წონაში დასაკლებად?
    18 საათიანი შიმშილი, მისი შედეგებიდან გამომდინარე, არ არის რეკომენდირებული. თუ გნებავთ წონაში დაკლება, მიმართეთ ფიზიოლოგიურ კვებას, რომელიც ითვალისწინებს დღეში 4-5-ჯერ ჭამას, სითხეების მიღებას. დიეტა უნდა იყოს თქვენს ორგანიზმზე მორგებული.
  • ამბობენ რაღაც აბები არსებიბს და რამდენად მიზანშეწონილია მათი მიღება?
    არანაირი გასახდომი აბი არ არის დაშვებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კსენიკალის გარდა. კსენიკალის მიღებას აქვს თავისი წესები, რომელიც მკაცრად უნდა იყოს დაცული. რჩევებისათვის მიმართეთ ენდოკრინოლოგს.
  • თუკი ვერსად ვერ ვშოულობ შვრიას დუკანის დიეტისთვის (რადგან საქართველოში არ ვცხოვრობ), შეიძლება თუ არა ჰერკულესით ჩავანაცვლო?
    კი, შეგიძლიათ.
  • მე მაქვს ჩიყვი, რამდენად დასაშვებია ჩემთვის დუკანის დიეტა? ვსვავ ელთიროქსინს.
    ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ხელს არ უშლის დიეტის დაცვას, დიეტა უნდა იყოს მორგებული პოროვნებაზე, ინდივიდუალურად, გაწერლი ენდოკრინოლოგის მიერ, სადაც ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, მიკრო, მაკროელემენტები თანაბარი რაოდენობით იქნება.
  • მაინტერესებს ზოგადად დიეტის დროს, და კონკრეტულად დუკანის დიეტის დროს, არის თუ არა რეკომენდირებული სხვადასხვა სახის სანელებელბის მიღება? და ტეფალის ტაფაზე (არა გრილზე) უცხიმოდ შემწვარი ხორცეულის ჭამა?
    ეს დიეტა შედგენილია კონკრეტული პიროვნების მიერ, რომელსაც თავისი შეხედულება აქვს კონკრეტულ პროდუქტებთან. ზოგადად გრილი და ტაფები რომელსაც ცხიმი არ ჭირდება ძალიან კარგი და მისაღებია, არა მხოლოდ იმ პირებისთვის ვინც ჭარბ წონას ებრძვის, არამედ ყველა ადამიანისთვის. ხორცი რეკომენდირებულია იყოს საქონლის, ქათმის, ინდაურის, თევზის. სხვა პასუხების მისაღებად მიმართეთ ენდოკრინოლოგს.
  • მაინტერესებს დღიურ ნორმასთან, 1.5 კოვზი შვრიის ქატოს მიღებასთან ერთად, სიმინდის ქატო 1 კოვზი როგორ მივიღო? ავურიო ერთმანეთში თუ როგორ?
    როგორც თქვენ გესიამოვნებათ ისე შეგიძლიათ მიირთვათ. მომზადების წესი არაფერზე არ ახდენს გავლენას.

 

მოგვწერეთ კითხვები კომენტარებში, ჩატში, ან Facebook გვერდზე და ჩვენ მას აუცილებლად ვუპასუხებთ!

 


Author: Dieta

6 comments

  1. ირმა ამბობს:

    ვარ1.58 წონა 69 . ბოლო დღეეებია 4 კგ მოვიმატე, პირველი ფაზა რამდენი დღე გავაკეთო?

  2. თამუნა ამბობს:

    არ მაქვს ნაღვლის ბუშტი როგორი დიეტა უნდა დავიცვა?? მაქვს შეკრულობა ამასთანავე.მადლობა .

  3. ტიკა ამბობს:

    ვარ 13 წლის ჩემს ასაკთან შედარებით ძალიან დიდი წონა მაქვს და რა გავაკეტო გასახდომად? მადლობა წინასწარ

  4. ნანი ამბობს:

    მადლობა ^_^

  5. George ამბობს:

    ჩემ კითხვასაც გაეცა პასუხი 😀 😀 მადლობა ვიქტორია და Gaxdoma.ge 🙂

  6. ნუცი ამბობს:

    პირველი შეკითხვა ჩემია:)))))))) ძალიან დიდი მადლობა!

Comments

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +