ენდოკრინოლოგი პასუხობს ჩვენს შეკითხვებს

  Posted on   by   10 comments

ენდოკრინოლოგი

 

ჩვენ ვაგრძელებთ თქვენგან შეკითხვების მიღებას და გთავაზობთ რიგით მეორე პოსტს, სადაც თქვენს შეკითხვებს ენდოკრინოლოგი ვიქტორია ჯაფარიძე უპასუხებს. გმადლობთ აქტიურობისთვის!

 

  • თუ შეიძლება განმიმარტეთ რას ნიშნავს 3-5 დღემდე 10-20 კილოგრამის დაკლება. ამ პერიოდში ვიკლებ 10-20 კილოგრამს? და თუ შეიძლება ქათმის და ხბოს ხორცის ერთად მიღება?
    3-5 დღეში 10-20 კილოს დაიკლებთ, დუკანის დიეტაში ეგ მოიაზრება. მის დიეტაში რას რასთან მიირთმევთ შეზღუდული არ არის.

 

  • სად შეიძლება ვნახო დიეტა, რომლითაც შევძლებ დუკანის დიეტის პირველი ფაზის დაწყებას?
    პირველი ფაზისთვის გამოდგება ნებისმიერი ცილოვანი დიეტა, მაგრამ დუკანს აქვს კონკრეტული ჩამონათვალი პროდუქტებისა, პირველი ფაზისთვის და შეგიძლიათ იქედან აირჩიოთ მენიუ რომელიც თქვენთვის უფრო მისაღები იქნება.

 

  • გამარჯობა, ვარ 15 წლის, 65 კილო. მინდა დავიკლო 15 კილოგრამი და როგორ კვებას მირჩევთ?
    15 წელი არის მოზარდის ასაკი, მისთვის კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმისათვის რომ განვითარება თუნდ გონებრივი, თუნდაც ფიზიკური სწორად წარიმართოს, ამ ასაკში მყოფ პირებს ესაჭიროებათ აუცილებლად დაბალანსებული კვება, ამიტომ რაიმე სახის შეზღუდვები კატეგორიულად არ შეიძლება (იგულისხმება ცილა, ცხიმი, ნახშირწყლები), ამ ასაკში კლება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ფიზიოლოგიური კვების ხარჯზე, ამ ტიპის კვებას გაგიწერთ ენდოკრინოლოგი.

 

  • დიდი ხანია დისბაქტერიოზი მაქვს და დუკანის დიეტის დაცვა შეიძლება?
    დისბაქტერიოზის დროს დუკანის დიეტა არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან მენიუ შედგენილია ძირითადად ცილოვანი პროდუქტებისგან, რამლებიც თავის მხრივ გარკვეულ როლს თამაშობენ კუჭის მოქმედებაში, დისბაქტერიოზის დროს კვება უნდა იყოს სწორად შერჩეული, მრავალფეროვანი პროდუქტებისგან.

 

  • ვარ 68 კილოგრამი, 10 კილოგრამის დაკლება მინდა, მაგრამ ბავშვი მყავს ბუნებრივ კვებაზე. რას მირჩევთ? ან რა დიეტას შემომთავაზებთ? მადლობა წინასწარ.
    ნებისმიერი სახის დიეტა მეძუძური დედისთვის გამოიწვევს რძის რაოდენობის შემცირებას, ამიტომ სანამ ბავშვს 1 წელი შეუსრულდება, მიირთვით ჩვეულებრივ, უბრალოდ შეზღუდეთ ცომეული, ტკბილეული და მარილი.

 

  • გადავწყვიტე დუკანის დიეტის დაცვა, მინდა 15 კილოს დაკლება და მაინტერესებს დღეში რამდენჯერ უნდა ვიკვებო, რამდენად საშიშია ძირითადად ცილები და შეიძლება თუ არა სუპების მიღება? არსად არ წერია სუპების შესახებ და მათ გარეშეც ხომ საშიშია?
    ცილების მიღება უნდა მოხდეს 10 დღის მანძილზე, უფრო მეტი ხანგრძლივობის მიღება იწვევს გარკვეულ ცვლილებებს ორგანიზმში, დღეში უნდა იკვებოთ 4-5-ჯერ, ზოგადად წვნიანი აუცილებელია ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით ჩვენი კუჭ-ნაწლავისთვის, ამიტომ სუპი უნდა მოიაზრებოდეს.

 

  • მაინტერესებს ბორშის მომზადებისას მარილის გამოყენება თუ შეიძლება? ბორშის დიეტური კერძის მომზადებისას მარილი არ არის ნახსენები.
    დიეტის დროს მარილი ამოღებული უნდა იყოს. დიეტურ ბორშს თავისი მომზადების წესი აქვს: სტაფილო და ჭარხალი ცალკე უნდა იყოს მოხარშული და ჩახეხილი ძირითად ქვაბში, სადაც კარტოფილი იქნება მოხარშული.

 

მოგვწერეთ კითხვები კომენტარებში, ჩატში, ან Facebook გვერდზე და ჩვენ მას აუცილებლად ვუპასუხებთ!

 

 


Author: Dieta

10 comments

  1. ეკო ამბობს:

    გამარჯობათ ვარ 21 წლის და ვარ 65 კილო დზალიან მინდა დავიკლო წონაში 15 კილო როგორ კვებას მირჩევთ გთხოვთ მელე მომწეროთ დიდი კომპლექსი მაქ ჩემს წონასთან დაკავშირებით და ასევე პრობლემა ოჯახში

  2. slim ამბობს:

    თქვენი შეკითხვა გადაეცემა დიეტოლოგს და ამ დღეებში გიპასუხებთ. მანამდე კი შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო სატელეფონო კონსულტაციით – 599710444

    • Voncile ამბობს:

      Stellt sich mir natürlich auch die Frage, ob die Tüftler ein Fahrrad kennen und das bevorzugte Objekt von etwa 25% der Hunde damit assozieren können. Eventuell sollten diese städtischen Austüftler den Hundeführschein machen und da auch gelehrt bekommen, was eine Hunor-Feeilaufzdne ist.

  3. ნანი ამბობს:

    თიკო აქ რომ დაწერეთ შეკითხვა როგორც წესი რამოდენიმე დღეში აქვეყნებენ საიტზე ასეთი ფორმით პასუხებს და მე მაგალითად დავრეკე რაც კომენტარებში დაგიტოვეს ნომერი იქ და ძალიან კმაყოფილი ვარ ექიმის რჩევებით:)
    ეს ნომერი საიტის თავშიცაა იქაც მობილურით შესულზე თუ დააწვევით დარეკავს. წარმატებებიიიიი❤️

    • თიკო ამბობს:

      დიდი მადლობაა

      • Rangler ამბობს:

        comentou em 2 de julho de 2009 às 17:41. Acho que você deve seguir a risca o que sua dermato recomendou. Ácido é complicado e deve-se sempre usar conforme o médico incs!a.Bjiss!d!!

    • Jacki ამბობს:

      Great blog here! Also your web site rather a lot up fast! What host are you using? Can I am getting your asaoicste hyperlink for your host? I want my web site loaded up as fast as yours lol

  4. slim ამბობს:

    უფასო სატელეფონო კონსულტაცია – 599710444

  5. თიკო ამბობს:

    ამჟამად თურქეთში ვარ სტუმრად და ვერ ვახერხებ კონკრეტულად რომელიმე დიეტის დაცვას სწორად ამიტო ძირითადად კომბოსტოზე და ბრინჯზე ვარ სალათას კვერცხს და ქათმის ხორცსაც ვჭამ ხოლმე მაინტერესებს რამდებად არის შესაძლებელი თვეში 5 კილო მაინც დავიკლო ასე?

Comments

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +