5 წუთი ვარჯიში ბრტყელი მუცლის მისაღებად

  Posted on   by   2 comments

 

 

ვარჯიში ბრტყელი მუცლის მისაღებად. იმისათვის, რომ მუცელი იყოს ბრტყელი, აუცილებელია რეგულარულად შეასრულოდ სპეციალური ვარჯიში პრესისათვის და სწორად იკვებოთ.

გთავაზობთ შესაბამის კომპლექსს, რომელიც შედგება მხოლოდ 4 ვარჯიშისგან.

 

  1. ხტუნვა თამასას პოზაში: საწყისი მდგომარეობა თამასა. პრესი დაჭიმულია. იხტუნავეთ და თან რიგრიგობით, ფეხები გაშალათ – ფეხები ერთად.
  2. „ცისარტყელა“: დაწოლილ მდგომარეობაში აწიეთ გამართული ფეხები. მუცელი შეკუმშეთ. ფეხის წვერებით შემოხაზეთ ცისარტყელა 180 გრადუსით, იატაკს ნუ შეეხებით.
  3. „ალპინისტი“: დადექით ხელებზე. მუცელი შეკუმშულია. წელი არ ჩააგდოთ, ოდნავ მოამრგვალეთ. მუცლის კუნთები მუდმივად დაჭიმულია. შეასრულეთ ალპინისტის სვლა.
  4. „ლასტები“: დაწექით ზურგზე. ხელები ტანის გასწვრივ. ორთავე ფეხი ოდნავ აწიეთ, პრესი დაჭიმეთ და წელი შეზნიქეთ. შეასრულეთ მოკლე მოძრაობები როგორც ლასტებით ცურვის დროს.

ყველა ვარჯიში სრულდება 1 წუთი.

 

 

 

 


Author: Dieta

2 comments

  1. ნიკა ამბობს:

    კარგი შედეგი აქვს თუ ბოლომდე მიყვებით და ინტენსიურად გააკეთებთ. გირჩევთ

  2. ანა ამბობს:

    საინტერესო ვარჯიშებია.

Comments

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +