უფასო კონსულტაცია – კითხვებზე პასუხი

  Posted on   by   20 comments

ენდოკრინოლოგი

ჩვენ დავუკავშირდით ენდოკრინოლოგ ვიქტორია ჯაფარიძეს, რომელიც  თქვენს დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. გმადლობთ აქტიურობისთვის და გისურვებთ ჯანსაღ, წარმატებულ 2017 წელს!

 

  • ფეხები არ მინდა გამიხდეს, ისედაც წვრილი მაქვს. მუცელი, გვერდები და მაღლა მინდა.

მუცელი, გვერდები და ხელების გასახდომად საჭიროა შესაბამისი ვარჯიში.

 

  • გთხოვთ დამიწეროთ დიეტა. მაქვს გაკეთებული ოპერაცია, საშვილოსნო ამოვიღე მთლიანად. ვეღარ ვიკლებ, მუცელი გამეზარდა. ვარ 105 კილო, 174 სმ. 52 წლის, ძვალმსხვილი. იქნებ რამე დიეტა შემიდგინოთ. საშუალება არ მაქვს ენდოკრინოლოგთან მისვლის.

თქვენ გაქვთ სიმსუქნე ჩამოყალიბებული როგორც დაავადება, გაქვთ მეორე ხარისხის სიმსუქნე. ეს თავის მხრივ განაპირობებს ისეთი დაავადებების ჩამოყალიბებას როგორიცაა: გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ძვალ–სახსროვანი სისტემის დაავადება და ა.შ. სასიცოცხლო ჩვენებით თქვენთვის საჭირო არის წონაში დაკლება, ამისათვის უნდა მიირთვათ დღეში მინიმუ 4-ჯერ, მცირე ულუფებით, ბოლო კვება უნდა იყოს 20 საათი, თუ გნებავთ კონკრეტული დიეტის დაცვა დაუკავშირდით ჩვენს ენდოკრინოლოგს შემდეგ ნომერზე 595401222 . პირველი კონსულტაცია უფასოა!

 

  • გამარჯობა, ვარ 42 წლის ქალბატონი, 72 კილოგრამი, 3 წელია ვწვალობ წონის დაკლებას და ვერ ვიკლებ, ანუ 70 კილოგრამზე ვერ ჩამოვედი. რა დიეტა არ ვცადე, მერე ვარჯიშიც დავიწყე მაგრამ ვერანაირად ვერ ვიკლებ. დეპრესია მეწყება და ვგიჟდები მგონი უკვე, რას მირჩევთ რა გავაკეთო? ჩემ ჯანმრთელობას რაც შეეხება, მაქვს კლიმაქსი ნაადრევად დეპრესიული, ვიღებ ანტიდეპრესანტებს. არვიცი ამასთან თუ არის რამე კავშირში მაგრამ მაინც იცოდეთ. მადლობა წინასწარ!

თქვენი წონაში მატება კავშირშია თქვენს კლიმაქსთან. სასურველია გაიაროთ ენდოკრინოლოგის და გინეკოლოგის კონსულტაცია. 42 წელი ადრეა კლიმაქსისთვის და შესაძლოა მენსტრუალური ციკლი ჯერ კიდევ აღდგეს. წონის დასაკლებად მიირთვით უშაქრო, უმარილო საკვები მინიმუმ 4–5 ჯერ დღეში. ბოლო კვება უნდა იყოს 20 საათი. საუზმე, სადილი,  მსუბუქი ვახშამი, ამ ძირითადი კვებებს შორის წახემსება ხილით (ხურმა, კარალიოკი, მსხალი, ყურძენი არ შეიძლება).

 

  • მოგესალმებით, მაწუხებს ჭარბი წონა. ძალიან მინდა დუკანის დიეტის დაცვა. რაიმე დამატებით ინფორმაციას, რაც აქ წერია, ხომ არ მირჩევთ? ჩემი ინედქი არის 32, 11. დიდი მადლობა წინასწარ.

32,11კგ/მ2 სხეულის მასის ინდექსი გულისხმობს უკვე სიმსუქნეს, როგორც ჩამოყალიბებულ დაავადებას, სიმსუქნის პირველ ხარისხს და არა ჭარბ წონას. დუკანის დიეტის დაცვა არაა რეკომენდირებული, რადგან დიეტა მოიცავს ძირითადად ცილოვან პროდუქტს. თუ თქვენ არ გაქვთ გამოკვლეული თქვენი თირკმელი, მაშინ გირჩევდით ეგ დიეტა არ დაიცვათ. იკვებეთ ფიზიოლოგიურად, მიირთვით უმარილო, უშაქრო, ძირითადად მოხარშული საკვები. დაიკელით ნელი ტემპით და იყავით ჯანმრთელი და არა გამხდარი თქვენი ჯანმრთელობის ხარჯზე.

 

  • ამბობენ რომ დიეტის დროს კარგია კომბოსტო, რადგან ცხიმებს წვავსო, რამდენად მართალია?

დიეტის დროს კომბოსტო მოთუშულ მდგომარეობაში კარგია არა იმიტომ რომ ცხიმებს წვავს, არამედ შეიცავს მთელ რიგ ვიტამინების კომპლექს, განსაკუთრებით ბევრია მასში C ვიტამინი,  ასევე ცილები, მაგრამ კომბოსტო იწვევს ამავდროულად მუცლის შებერილობას, რაც დისკომფორტს იწვევს. ასე რომ ამ ფაქტის გათვალისწინებით კომბოსტო ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის.

 

  • ამჟამად თურქეთში ვარ სტუმრად და ვერ ვახერხებ კონკრეტულად რომელიმე დიეტის დაცვას. სწორდ ამიტო ძირითადად კომბოსტოზე და ბრინჯზე ვარ. სალათას კვერცხს და ქათმის ხორცსაც ვჭამ ხოლმე. მაინტერესებს რამდებად არის შესაძლებელი თვეში 5 კილო მაინც რომ დავიკლო ამ გზით?

ბრინჯი შეიცავს სწრაფად ათვისებად ნახშირწყლებს, კვერცხის გული დიდი რაოდენობით ქოლესტერინს, მისი მიღება დიეტის დროს დასაშვებია მხოლოდ კვირაში მაქსიმუმ  2-ჯერ. თვეში წესით უნდა დაიკლოთ მაქსიმუმ 3–4 კილო, თუ გინდათ  ჯანმრთელად კლება, კლება უნდა მოხდეს დღეში 4–5 ჯერ კვების ხარჯზე, დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის მიღების ხარჯზე.

 

  • გამარჯობა, ვარ 26 წლის, 100 კილოგრამი. წელს ქვემოთ ვარ დიდი, და ძალან მიჭირს დაკლება. 15 წუთი მაინც ვვარჯიშობ ხოლმე დღეში, ვარ დიეტაზეც, მაგრამ მიჭირს წონაში დაკლება. რა ვქნა, რას მირჩევთ, არის რამე რაც უფრო მეტად დამაკლებინებს?

არის სამკურნალო ტიპის დიეტა,რომელიც მიმართულია გვერდებში, ბარძაყებზე და მუცლის წინა ზედაპირზე ჩალაგებულ ცხიმებზე, მაგრამ ამ დიეტის დაცვა შესაძლოა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. 100 კგ_ზე ვარჯიში დაუშვებელია, ამ დროს ხდება ისედაც გადაძაბული გულის კუნთის უფრო დაძაბვა. მაქსიმუმი რაც შეიძლება გააკთოთ ეს არის სიარული ნელი ტემპით და ცურვა.

 

  • გამარჯობა.  ბოლო დროს პრობლემები მქონდა ხერხემალზე და ვიკეთებდი ნემსებს, რომელიც ჰორმონს შეიცავდა. პარალელურად ვიკეთებდი ვიტამინებს. ადრე ვაკეთებდი დუკანს და დავიკელი კიდევაც მაგრამ მერე გავჩერდი ჯანმრთელობის პრობლემების გამო. მაინტერესებს ამ ეტაპზე რამდენად ეფექტური იქნება დუკანის დაცვა? 160 სმ ვარ და 74 კგ.-ზე ავედი. იქნებ მირჩიოთ რა გავაკეთო.

დუკანის დიეტის დაცვა ზედიზედ დაუშვებელია, ამავდროულად ხერხემალზე რომ არ გაღრმავდეს პრობლემა წონაში უნდა დაიკლოთ, დაკლება უნდა მოხდეს ნელი ტემპით დღეში 4–5 ჯერადი კვების ხარჯზე, დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჩვენს ენდოკრინოლოგს ნომერზე 595410222.

 

  • გამარჯობა. ვარ 37 წლის და ყოველი ლუკმა სხეულზე ჯდება ეგრევე, ამასთანავე არა მაქვს აქტიური ცხოვრება და ხერხემლის პრობლემის გამო მხოლოდ სიარული შემიძლია. დეპრესიაც დანეწყო, ყოველი სასწორზე დადგომის შემდეგ. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, მუდმივ მუცლის შებერილობასაც განვიცდი.

იკვებეთ დღეში 4–5 ჯერ, საუზმე, სადილი, მსუბუქი ვახშამი, ამათ შორის წაიხემსეთ ხილით (ხურმა, კარალიოკი, ყურძენი, ბანანი, მსხალი არ შეიძლება), გოგრით, 0%-იანი ხაჭოთი, საკვები უნდა იყოს უმარილო, უშაქრო, ძირითადად მოხარშულ მდგომარეობაში, განაგძეთ ფეხით სიარული, ფიზიკურ აქტივობას დიდი მნიშვნელობა აქვს კლების პროცესში.

 

  • მოგესალმებით, ჩემი გოგონა არის 4 წლის. სიმაღლით 105 სმ, 25 კილოგრამი. იმდენს არ ჭამს რამდენსაც იმატებს, გენეტიკა ხელს არ უწყობს. ძალიან განვიცდი, გთხოვთ მირჩიოთ რამე, ენდოკრინოლოგი დასჭირდება, თუ მკაცრი დიეტა. მადლობთ.

4 წლის ბავშვი მიიყვანეთ აუცილებალად პედიატრ–ენდოკრინოლოგთან. შეუზღუდეთ ტკბილეული, ცომეული, მარილიანი. ტკბილი  გაზიანი სასმელი ამოიღეთ რაციონიდან. გადაიყვანეთ ბავშვი სწორ კვებაზე–მეტი ხილი, ბოსტნეული და რძის ნაწარმი.

 

  • ვარ 43 წლის, ვიწონი 97 კილოგრამს, ჩემი სიმაღლა 1.65, გთხოვთ ამიწიოთ რეკომენდაცია თუ როგორ შევძლებ წონაში დაკლებას.

მიმართეთ ჩვენს ენდოკრინოლოგს ტელ.: 595 410222

 

  • გამარჯობა. მინდა თქვენი დახმარება. მქონდა კუჭის წყლული, ვიმკურნალე, არ მაწუხებს მის მერე, რა სახის დიეტა შემიძლია დავიცვა გასახდომად?

მიმართეთ ჩვენს ენდოკრინოლოგს ტელ.: 595 410222

 

  • გამარჯობა. ვარ  15 წლის, ჩემი წონაა 65 კგ. და სიმაღლე 165. მინდა დაახლოებით 10 კგ-მდე დაკლება, რომ გავიკითხე ყველამ მირჩია ფიზიკური ვარჯიში, მაგრამ დროის და ენერგიის უკმარისობიდან გამომდინარე, (ვინაიდან ვარ მოსწავლე და სკოლის გარდა მყავს რეპეტიტორები), ვერ ვახერხებ. მირჩიეთ რაიმე დიეტა ისეთი რომ არც ჯანმრთელობას შევუქმნდა პრობლემა და თან მალე დავიკოო წონაში.

65 კილო 165 სმ სიმაღლე, სხეულის მასის ინდექსი არის 23,8კგ/მ2, ვინაიდან 18,8–24,5 კგ/მ2 ითვლება სხეულის ნორმალურ წონად, თქვენ ჯერ არ გაქვთ ჭარბი წონა. შესაძლოა თქვენ არ მოგწონთ ცხიმების გადანაწილება, ვინაიდან ხართ მოზარდი. თქვენი კლება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ფიზიოლოგიური კვებით: 4–5 ჯერ კვება, მეტი წილი ხილი და ბოსტნეული. რძის ნაწარმი აუცილებლად, ფეხით სიარული.

 

  • გამარჯობა, ვარ 41 წლის, 55 კილო, 156 სმ და მინდა 5 კილოს დაკლება და რას მირჩევდით? იქნებ მირჩიოთ რით დავიწყო უნდა დავიწყო?

მიმართეთ ჩვენს ენდოკრინოლოგს ტელ.: 595 410222

 

  • გამარჯობა, მაინტერესებს ადამიანმა რომ ჭამოს ბოსტნეული, დაიკლებს თუ არა, ან ბოსტნეული დაბალკალორიულია და რაოდენობას თუ აქვს მნიშვნელობა?

ბოსტნეული მარტო დააკლებინებს, მაგრამ ამ დროს მოხდება ორგანიზმის გამოფიტვა, ორგანიზმს ესაჭიროება ცხოველური ცილა (ქათმის, საქონლის ხორცი, თევზი), ასევე რძის ნაწარმი, ხილი, ამ პროდუკტების დაბალანსირებული მიღებით მოხდება ჯანსაღი კლება.

 

  • გამარჯობა, მაინტერესებს დუკანის დიტის პირველ დღეს შვრიის ქატო როგორი სახით უნდა მივიღო? კეფირი შეიძლება?

შვრიის ქატო უნდა მიირთვათ მოხარშული სახით, კეფირი შეიძლება დაბალი ცხიმიანობის.

 

  • გამარჯობა. ვარ 59 კილო და მაინტერესებს როგორ დავიკლო კიდევ 5 კილო. ზოგადად ძალიან ნელა ვიკლებ.

რაც უფრო ნელა იკლებთ მით უკეთესი, უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ დაკლებულ კილოგრამებს. ამავდროულად ჯანმრთელობისთვის ნელი კლება უფრო მისაღებია ვიდრე სწრაფი. თვეში უნდა დაიკლოთ მაქსიმუმ 3–4 კილო. ცილა, ცხიმი, ნახშირწყლების  დაბალანსირებული მიღების ხარჯზე.

 

  • შემთხვევით ეს შვრიის ფანტელი ანუ გერკულესი ხომარაა?

შვრიის ფანტელი იგივე „გერკულესია“.

 

  • თევზებდან დაკაპჩონებული სკუმბრია ან ქაშაყი თუ შეიძლება? და სუში რამდენად შეიძლება დუკანის დიეტის დროს?

შებოლილი („დაკაპჩონებული“) პროდუქტი ზოგადად ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის. მიირთვით უცხიმო თევზი მოხარშულ ან გრილზე შემწვარ მდგომარეობაში.

 

  • გამარჯობა, დავიკელი თითქმის 6 კილო და ვეღარ ვიმატებ, თუ შეგიძლიათ მითხრათ რამე დიეტა მომატებისთვის და ყველაზე ბევრი რამდენ ხანში შემიძლია წონის მატება (რაც მალე მით უკეთესი). მადლობა!

წონაში მოიმატებთ თუ მიირთმევთ ყოველ 2 საათში, საკვები უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი, არავითარი სწრაფი კვების ობიექტებზე შეძენილი, კონკრეტული დიეტისთვის მიმართეთ ჩვენს ენდოკრინოლოგს ნომერზე 595410222.

 

  • მოგესალმებით, მაინტერესებს 1,5 სუფრის კოვზ შვრიის ქატოს რამდენი იოგურტი სჭირდება?

1,5 შვრიის ფანტელს სჭირდება 25 მგ იოგურტი, დაბალი ცხიმიანობის.

 

  • მინდა 8 კილოს დაკლება და პიერ დუკანის დიეტის პირველი ფაზა ანუ შეტევა რამდენი დღე უნდა დავიცვა და დაახლოებით რამდენს დავიკლებ? გმადლობთ წინასწარ.

დუკანის დიეტის შეტევის ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დასაკლებ კილოგრამის ოდენობაზე. თუ გაქვთ დასაკლები 10–20 კგ. ამას სჭირდება 3–5 დღე, 20–30 კგ–5–7 დღე, 30 კგ-ზე მეტს სჭირდება 7–10 დღე.

 

  • გამარჯობა, მყავს 11 თვის პატარა, რომელიც ღამე ძუძუთი იკვებება. ვიცავ დიეტას, და ეს ბავშვისთვის საზიანო ხომ არ იქნება?

.მეძუძურობის პერიოდში ნებისმიერი სახის დიეტა იცავს რძის შემცირებას, გირჩევთ დიეტა დაიცვათ ბავშის ასაკი რომ იქნება 1 წელი. მანამდე შეამცირეთ ცომეულის, ტკბილეულის მიღება.

 

  • მე ვარ 12 წლის და ვიწონი 76 კილოგრამს. რა დიეტას მირჩევთ?

ვინაიდან ხართ მოზარდი, თქვენი კლება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ფიზიოლოგიური კვებით: 4–5 ჯერ კვება, მეტი წილი ხილი და ბოსტნეული, რძის ნაწარმი აუცილებლად, ფეხით სიარული.

 

  • გამარჯობა სწრაფი დაკლება უფრო კარგია თუ ნელი?

ნელი კლება რათქმაუნდა უფრო კარგია ჯანმრთელობისთვის.

 

  • გამარჯობა, ვიყავი 50 კილოგრამი და 2 ბავშვის გაჩენს შემდეგ ვარ 80. მინდადავიკლო სწრაფად, ერთ თვეში, ისე რომ 55-მდე ჩამოვიდე.

ერთ თვეში 25 კგ-ს დაკლება ყოვლად დაუშვებელია, კლება უნდა მოხდეს ნელი ტემპით თვეში მაქსიმუმ 3–4 კგ. თუ გინდათ დაკლების მერე რომ იყოთ ჯანმრთელი.

 

  • გამარჯობა, ვარ 61 კილო, მაგრამ ვფიქროვ რომ მაქვს სხეულთან შედარებით მსუქანი ხელები, იქნებ მირჩიოთ რამე დიეტ ამისთვის. მადლობა.

ხელების გასახდომად, კონკრეტულად თუ მკლავებს გულისხმობთ, ამისათვის უნდა ივარჯიშოთ.

 

  • ქატო რა სახით უნდა მივიღო? მოვხარშო? ხვალიდან ვაპირებ დაწყებას და დამეხმარეთ ჯერ ეხლა ვერკვევი. გმადლობთ.

ქატო უნდა მოხარშოთ.

 

თქვენს შეკითხვებს პასუხობდა ენდოკრინოლოგი – ვიქტორია ჯაფარიძე

მოგვწერეთ კითხვები კომენტარებში, ჩატში, ან Facebook გვერდზე და ჩვენ მას აუცილებლად ვუპასუხებთ!


Author: Dieta

20 comments

  1. თამუნა ამბობს:

    გამარჯობათ ვარ 29წლის 75კგ მყავს სამი შვილი ძალიან მოვიმატე მინდა დაკლება მაგრამ არ შემიზლია დიეტების გაკეთება გთხოვთ მირჩიოთ რა გავაკეტო

  2. ანუკი ამბობს:

    გამარჯობათ ვარ 23 გოგო, 1 წლის წინ გავიკეთე ნაღვლის ბუშტის ოპერაცია, ნაღვლის ბუშტი ამოვიჭერი და ამის შემდეგ მოვიმატე წონაში 10 კილო მაქ მომატებული ვერაფრით ვერ ვხდები..ვერაფრით ვერ ვხდები …ცოტას მოვიმატბ და კიდე ვიმატებ იქნება მირჩიოთ რამე

  3. ნანა ამბობს:

    გამარჯობათ ,მაინტერესებს საკეისროს შემდეგ დარHა დაკიდულ მუცელი რაც ძალიან მაგიზიანებს და მინდა მოვისჰორო რას მირHევთ?

  4. ანამარია ამბობს:

    გამარჯობა,
    თირკმელების პრობლემა მაქვს, ორივე თირკმელში 2-3 მილიმეტრიანი კენჭები მაქვს, წყალს ვსავავ 2 ლიტრს დღეში. დუკანის დიეტის დაწყება მინდა და რამდენად მიზანშეწონილია?

  5. ციცი ამბობს:

    გამარჯობათ მინდა 10კგმდე დაკლება ვარ 63კგ 1.63 სიმაღლე. მოვიმატე ორსულობაზე და მინდა დაკლება ნაკეისრალი ვარ და ორი წელი გავიდა უკვე და რა გავაკეთო რო დავიკლო?

  6. ქეთი ამბობს:

    გამარჯობა ვარ 16წლის, 65კილო,სიმაგლე 1,70 და მინდა დავიკლო 58 კილო მდე და რა დიეტას მირჩევთ?

  7. თაკო ამბობს:

    გამარჯობა, ძალიან მიჭირს გახდომა, ვარ 22 წლის, 68 კგ და სიმაღლე 162. დუკანი არ მშველის გამაწამა 1 კილოს ვეწვალე 1 თვე, სისხლის ჯგუფის მიხედვით დიეტას გადავხედე მეორე ვარ და ხორცს ერიდეთო და ვითომ მაგის გამო ვერ დავიკელი? იქნებ მირჩიოთ რა მივიღო, ცხიმებს რომელი საკვები წვავს?

  8. ნინო ამბობს:

    გამარჯობათ! ვარ 16 წლის 73 კილო 🙁 სიმაღლით1.71 ერთი თვეა რაც პურს არ ვჭამ და ყველანაირად ვერიდები საღამოს ჭამას ყოველდღე ფიზიკურ აქტივობას მინიმუმ 15 წუთს მაინც ვუთმობ ადრე დავრბოდი კიდევაც…….. რამე მირჩციეთ 2 ტვეში 65 კგ მდე რომ ჩამოვიდე თორე დეპრესია დამეწყო ჩემ თავს რომ ვუყურებბ 🙁

  9. მარიამი ამბობს:

    გამარჯობათ, ვარ 16 წლის და მსურს 8 კილოგრამის დაკლება, დუკანის დიეტის პირველი ფაზის დახმარებით, მაინტერესებს დღეში რამდენჯერ ვიკვებო და მათ შორის შუალედის ხანგრძლივობა?

  10. ეკა ამბობს:

    მოგესალმებით, ორსულობაში მოვიმატე საკმაოდ ბევრი, ბავშვი არ მყავს ბუნებრივ კვებაზე, წონის მოკლება ძაან მიჭირს, 20 კილო მაქ მოსაკლები, ვიცავ დიეტასაც, საკმაოდ ბევრს ვმოძრაობ და რატომ ვერ უნდა ვიკლებდე?

  11. nino ამბობს:

    გამარჯობა ვარ 33 წლის და 75 კილო მაწვნის და ბრინჯის დიეტა წავიკიტხე რამდენად ეფექტურია.მადლობა წინასწარ

  12. nino ამბობს:

    gamarjoba var 33 wlis da 75 kilo zakian minda mokleba da ra dieta davicva mawoni da brinji wavikitxe da ramdenad efeqturia mainteresebs

  13. ნინო ამბობს:

    გამარჯობა, ვარ 17 წლის, ვარ 70 კილო 1.65სმ, გარდატეხის ასაკში ძალიან მოვიმატე და ახლა ძალიან მიჭირს გახდომა, რას მირჩევთ?

  14. ნინო ამბობს:

    მოგესალმებით, თავიდან ვაკეთებდი ჰანტელებით ვარჯიშებს, ახლა კარდიო ვარჯიშებს ვაკეთებ კვირაში სამჯერ 30 წუთიდა ვერაფრით ვერ ვიკლებ წონაში, ვსვამ ეუთიროქსს 100 მკ/გ-იანს, 2014 წელს დავიწყე დალევა 25 მკ/გ-ით და ნელ-ნელობით მოვუმატეთ დოზას. შეიძლება რომ ეუთიროქსის გამო ვერ ვიკლებდე წონაში? იქნებ რამით დამეხმაროთ

  15. მეგი ამბობს:

    გამარჯობა, ვარ 12 წლის,
    53 კილო და ზაფხულამდე მინდა დაიკლო ფეხები, მუცელი, თეძოები.
    რამე დიეტას მირჩევთ?

  16. სოსო ამბობს:

    მოგესალმებით მე ვარ 13 წლის და ვარ 70 კილომდე გხოვთ მირჩიეთ რამე თორე ვეღარ ვძლებ(დამცინიან)გთხოვთ ისეთი რამე მითხარით რო მალე დავიკლო ეთი 40 კილომდე რო ჩამოვიდე გთხოვთ როგორც იცით როგორც შეგეძლებათ მითხარით როგორ დავიკლო თან იმდენი ფულიც არ მაქვს რო სუ ხილეული მივირთვა და ბოსწნეული 6სის მერე საერთოდ აგარ ვჭამ და პურის გარეშე გთხოვთ რო კიდე მირჩიოთ რამე რო ერთ თვეში მაინც ან ორ თვეში მაინც ჩამოვიდე 38,40….კილომდე ზაფხულამდე მინდა თორე ცოდო ვარ მეც რამე მირჩიეთ გთხოვთ….მალე შემატყობინეთ თუ შეგეძლებათ ….მადლობთ წინასწარ <3 <3

  17. სალომე ამბობს:

    გამარჯობათ, თხოვნა მაქვს თქვენთან იქნებ მირჩიოთ დიეტას ვეერ ვიცაავ არ მაქვს საერთოდ ნების ყოფაა და ვარ 27 წლის და დიდიი წონის, დამეხმარეთ გთხოვთ, მადლობა წინასწარ

  18. თეო ამბობს:

    მოგესალმებით,მაქვს კვანძოვანი ჩიყვი და მაინტერესებს დუკანის დიეტით თუ დავიკლებ ? მადლობთ

    • Steffi ამბობს:

      MOOI!!Je ziet er goed uit Yvonne, goede foto!Ik kijk er ook heel erg naar uit! Ben benieuwd hoor, en zeker, mooi kadootje voor Sinterklaas of kerst.. Dat we daar al aan denken… ha0hah&#823a;Heel veel succes, met foto’s, koken en vooral proeven!Groetjes Sanne

    • ნათია ამბობს:

      ორსულობასი მოვიმატე და როგორ დავიკლო რას მირცევტ

Comments

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +