“61 კილოდან 50-ზე ერთ თვეში ჩამოვედი”

  Posted on   by   5 comments

 

წონაში მატება ასაკის მატებასთან ერთად იმ ადამიანებსაც აწუხებთ, რომლებსაც ბავშვობაში არ ჰქონდათ ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილება. საქმე ისაა, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი ორგანიზმი ვეღარ ახერხებს მაღალკალორიულ, არასასარგებლო საკვებთან გამკლავებას ისე, როგორც ამას ადრეულ წლებში ახერხებდა. ზრდასრულობაში მომატებული წონის დაკლება და შენარჩუნება კი ძალიან საფრთხილო თემაა. ამ საკითხზე თავის გამოცდილებას 24 წლის თამთა რუაძე გვიზიარებს.


თამთა რუაძე 
(24 წლის)პროფესია – მარკეტოლოგიზოდიაქო – მერწყულიჰობი – ძილი, მოგზაურობასიმაღლე – 155 სმ


სკოლის პერიოდი

სკოლის პერიოდში, სპორტით აქტიურად ვიყავი დაკავებული, ცეკვა, ჩოგბურთი, ცურვა, ფიზიკური დატვირთვა მქონდა და ამიტომ წონასთან პრობლემა არასდროს მქონია, პირიქით, სასურველიც იყო ჩემი გასუქება. როგორც კი აბიტურიენტი გავხდი, ჩემი რეჟიმი რადიკალურად შეიცვალა, ფსიქოლოგიური სტრესიც დაემატა და მივეძალე შოკოლადებს, ცომეულს და ფიზიკური აქტივობებისთვისაც აღარ მქონდა დრო.

 

გასუქების პერიოდი

როგორც კი სტუდენტი გავხდი, სპორტზე და ფიზიკურ დატვირთვაზე სამუდამოდ ვთქვი უარი, რაც ნელ-ნელა აისახა ჩემს წონაზეც. თუ სკოლის პერიოდში ჩემი წონა იყო 45კგ-48კგ, სტუდენტობის ასაკში ავედი 50-55 კილოზე. მეორე კურსზე, გაცვლით პროგრამაზე ერთი სემესტრით წავედი სტამბოლში, სადაც 5 თვის განმავლობაში მივეძალე ტკბილეულს, ცხიმიანს, ცომეულს და სწრაფ კვებას. აბსოლუტურად ყველას ვურჩევ, სჯობს ჭამონ ტკბილი და ცომეული ვიდრე მოიმატო სწრაფი კვების ობიექტების საკვებით… სწრაფი კვება არამარტო ასუქებს, არამედ დეფორმაციას განიცდის მთლიანი სხეული, ხელს უწყობს ცელულიტებს  გაჩენას… 5 თვის შემდეგ გავხდი 61 კილო. ჩემთვის, ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე, ეს  შესამჩნევი წონა იყო.

 

დიეტა – ფორმაში ჩადგომა

61 კილოდან 50-ზე ერთ თვეში ჩამოვედი. არავის ვურჩევ დიეტით ასეთი შედეგის მიღებას, ეს იყო ჩემთვის უდიდესი ფსიქოლოგიური სტრესი… სჯობს ორი თვის განმავლობაში დაიკლოს ადამიანმა სწორი დიეტით, სტაბილურად და ჯანსაღად, ვიდრე ერთიანად.
ჩემი დიეტის მიხედვით ყოველდღე ვჭამდი დღის სამ საათამდე, უშაქრო ყავა და ჩაი იყო ულიმიტოდ, პირველი დღე მხოლოდ შავი 100 გრამი პური, შემდეგი დღეები 100 გრამი ქათმის ხორცი, 100 გრამი მჭლე ხორცი, უკალორიო ჰოლანდიური ყველი, ბოსტნეულის უცხიმო წვნიანი და ასე შემდეგ. რეალურად, მთელი თვის განმავლობაში თითქმის სულ მშიერი ვიყავი, რაც საშინელი სტრესი იყო ჩემთვის.

დიეტის დაცვის დროს, პირველი სამი დღე არის კრიტიკული, იმიტომ რომ ფაქტიურად მშიერი ხარ, თავის ტკივილი გეწყება, ღამე მესიზმრებოდა საჭმელი, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, მთელი თვე ვფიქრობდი დიეტის შემდეგ რამდენს შევჭამდი, მაგ დღეზე ვოცნებობდი. მეორე კვირა უკვე გამიადვილდა, ვიცოდი რომ 3 საათის მერე არაფერი უნდა მეჭამა, კუჭიც დამიპატარავდა და უფრო ადვილად განვაგრძობდი დიეტის დაცვას.  10 დღის მერე შედეგი თვალში შესამჩნევია და ეს მოტივაციას ნამდვილად გიძლიერებს. სადღაც ერთ თვეში დავუბრუნდი ძველ წონას, 10 კილოზე მეტი დავიკელი. თუმცა კი, ორგანიზმი ინდივიდუალურია და სხვებს შეიძლება იგივე შედეგი არ ჰქონდეს.

 

რჩევა

არ გირჩევთ ისეთი დიეტების დაცვას, რომლებიც შიმშილს ითვალისწინებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შედეგი ჩემნაირი იქნება. სამაგიეროდ, თქვენ მიიღებთ ფსიქოლოგიურ სტრესს, რაც ნამდვილად არ ღირს დაკარგულ კილოგრამებად.
უმჯობესია, ვარჯიშით და ჯანსაღი დიეტით მსგავსი შედეგი 3 თვეში მიიღოთ. ეს დაგეხმარებათ წონის შენარჩუნებაში და რაც უმთავრესია, თავს აარიდებთ იმ სტრესს, რომელიც მე გადავიტანე დაჩქარებული დიეტის დაცვის გამო.

მიხარია, რომ ზრუნავთ თქვენს მკითხველებზე და ცდილობთ ისინი სწორ გზაზე დააყენოთ. იმედი მაქვს ჩემი გამოცდილება დაეხმარება მკითხველებს სწორი დიეტის და გახდომის მეთოდის შერჩევაში.

 

ჩემი თხოვნა იქნება დაწეროთ კომენტარებში თქვენი თხოვნები და სურვილები რათა საიტის ადმინისტრაციას თქვენი დახმარების მეტი საშუალება მიეცეს.

 

თქვენ რა გამოცდილება გაქვთ? მოგვიყევით თქვენს შესახებ

 

 


Author: Dieta

5 comments

  1. Xatu ამბობს:

    Gamarjoba
    Gtxovt mitxrat vinmem sad vnaxav sachmelebis sias da ganrigs

    • დათი ამბობს:

      ბორშის დიეტა მოძებნეთ და ნახავთ. აქაცაა დალინკული

  2. ნინო ამბობს:

    საინტერესოა:))))))

  3. თათია ამბობს:

    მადლობა, ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. წარმატებებს გისურვებ ^^

  4. ლალი ამბობს:

    100% გეთანხმები, მეც დაახლოებით იგივე შემემთხვა 🙁

Comments

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +