როგორ დავწვათ 500 კილოკალორია? კარდიო ვარჯიში სახლის პირობებში.

  Posted on   by   2 comments

 

 

სახტუნაო – ერთერთი საუკეთესო კარდიო ტრენაჟორი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ როგორც სახლში, ასევე გარეთ და დარბაზში. ვარჯიშის (30 წუთის) განმავლობაში საშუალოდ დაიხარჯება 450 – 500 კილოკალორია. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ საკმაოდ კარგი შედეგია.

ჩვენ გთავაზობთ 6 ვარჯიშს სახტუნაოთი,  რომელიც მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ.

– ნუ შეასრულებთ ვარჯიშს, თუ გაწუხებთ მუხლების დაავადება.

– აუცილებელია ვარჯიში დავიწყოთ მოთელვით და დავასრულოთ გაწელვით.

– ივარჯიშეთ საკვების მიღებიდან 1 – 1,5 საათის შემდეგ.

 

ვარჯიში

მოთელვა:

0:10 – 0:52 (ვიდეოს წუთი)  ყველა ვარჯიში სრულდება 8-ჯერ თითო მხარეს: ქუსლის ტრიალი; მუხლების ტრიალი; მუხლის წრიული ტრიალი.

ძირითადი ნაწილი:

00:53 – 01:06  კლასიკური ხტუნვა.  ფეხები ოდნავ მოწყვიტეთ იატაკს; დახტით ფეხის წვერებზე.

01:07 – 01:22  „გასეირნება“.  არ დაგავიწყდეთ მიაქციოთ ყურადღება სუნთქვას.

01:23 – 01:35  „მოკრივე“.  ხტუნვა ერთი მხრიდან მეორე მხარეს. ახტომა მარცხნივ, ახტომა მარჯვნივ, ასე ვარჯიშობენ მოკრივეები.  🙂

01:43 – 01:58   „ქანქარა“.   ხტუნვა წინ და უკან. ნუ დაზოგავთ თავს!

02:04 – 02:18   „ფარგალი“.  ფეხები ერთად – ახტომა, ფეხები მხრების სიგანეზე – ახტომა.

02:19 – 02:36   დიაგონალური ხტუნვა.  ფეხები ერთად – მხრების სიგანეზე, მონაცვლებით გვერდზე მოტრიალებით.

02:37 – 02:55   „მაკრატელი“.  ხტუნვა ფეხების გადაჯვარედინებით, ამასთან ერთად ვანაცვლებთ ფეხების მდგომარეობას წინიდან და უკნიდან.

02:55  –  გაწელვა.

 

გილოცავთ! თქვენ დაწვით კალორიები.

 

 

 


Author: Dieta

2 comments

  1. nana ამბობს:

    Gamarjoba dilit vsvam limnian da taflian maywns .vamzadeb amgvarad :davwirav da shemdeg davchri limons vasxam mdugare wkals vacheteb cota xnit da shendeg vamateb 1 desertis kovz tafls .mainteresebs aseti saxit limonis nayenis damzadeba tu aris swori da sasargeblo tvisebebs xom ar kargavs limoni adugebul wyals rom vasxam . An rogor unda movanzado rom samkurnalo tvisebebi shevinarchuno.

    • სოფო ამბობს:

      ლიმონი მდუღარე წყალში კარგავს სასარგდბლო თვისებებს…აჯობებს ანადუღარ შეგრილებულ წყალში ჩაწუროთ და და თაფლიც ამაცე დროს შეურიოთ

Comments

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +