რძე

  Posted on   by   No comments

რძე

 

რძეში არსებული დიდი რაოდენობით კალციუმი და D ვიტამინი ეფექტურად წვავს კალორიებს, რაც ხელს უწყობს სტაბილური წონის შენარჩუნებას, ჯანსაღი ცხიმები კი ამცირებს სისხლის წნევას. რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეკოლოგიურად სუფთა რძე უფრო მეტად სასარგებლოა და შეიცავს აქ ჩამოთვლილ თვისებებს, ვიდრე ფხვნილისგან მომზადებული.

თხის და ცხვრის რძე მდიდარია კაპრინის მჟავით, რომელიც ზრდის “ჯანსაღი” ქოლესტერინის დონეს. რძე ასევე მდიდარია B ვიტამინით, ის ხელს უწყობს ტვინის და ნერვული სისტემების ნორმალურ მუშაობას და აწესრიგებს როგორც ძილის, ასევე გაღვიძების ციკლს.

ამცირებს დიაბეტის, გულის დაავადებების, სიმსივნის განვითარების რისკს.

  • ძროხის რძე – დიდი რაოდენობით შეიცავს B12 ვიტამინს, მდიდარია ცილებით და კალციუმით.
  • თხის რძე – წააგავს ძროხის რძეს, ხოლო ცხვრის რძესთან შედარებით უფრო მდიდარია ვიტამინებით. თხის და ცხვრის რძის მიღება უადვილდებათ მათ, ვისაც ძროხის რძეზე ალერგია აქვს.
  • ცხვრის რძე – ის ძროხის და თხის რძესთან შედარებით დაახლოებით 40%-ით უფრო მდიდარია ცილით. შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორს, რკინას, თუთიას, კალციუმს და მაგნუმს.

ბალახით ნაკვები ძროხის რძე კლავს კანის, მსხვილი და სწორი ნაწლავის და ძუძუს კიბოს უჯრედებს. გარდა ამისა, ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს. გირჩევთ მიიღოთ არაპასტერიზებული რძე. ეცადეთ არ მოაცალოთ ცხიმი, რადგან მას A,D,E,K ვიტამინებს გააყოლებთ.

 

 


Author: Dieta

Comments

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +