სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეათე

  Posted on   by   No comments

 

 

დღევანდელი, მეათე ვარჯიშით, მთავრდება ჩვენი ორ კვირიანი კომპლექსი! თუ თქვენ სწორად ასრულებდით ვარჯიშებს, დარწმუნებული ვართ, რომ უკვე შენიშნეთ ცვლილებები თქვენ სხეულში და ფიზიკური დატვირთვა ჩვეულ მოვლენად იქცა.

იმისათვის, რომ გაამყაროთ და გააუმჯობესოთ თქვენი მიღწევა, გირჩევთ არ გაჩერდეთ და გააგრძელოთ ყოველდღიური ვარჯიში. შეგიძლიათ შეცვალოთ ვარჯიშების თანმიმდევრობა, მთავარია – რეგულარულად შეასრულოთ ვიდეოში ნაჩვენები ნებისმიერი გადაბმული მოძრაობები რომლებმაც თვენი მოწონება დაიმსახურა.

მეათე დღის ვარჯიშიც შედგება შვიდი კონკრეტული ვარჯიშისაგან და სრულდება წრიულად 3 ჯერ, 30 წამიანი დასვენებით მათ შორის.

ვიწყებთ ჩვეულებრისამებრ გახურებით.

მოთელვა: ადგილზე სირბილი – 30 წამი; ხტუნვა, ფეხები განზე – 30 წამი; გამართული ხელების ტრიალი წინ და უკან – 30 წამი.

ვარჯიშები:

  1. ხელებზე დგომში („პლანკა“) ხტუნვა ერთი ფეხიდან მეორეზე – 20 ჯერ.
  2. დგომი („პლანკა“), დაშვება იდაყვებზე – 10 ჯერ.
  3. ჩაჯდომა, ჩაჯდომა ცალ ფეხზე მეორის უკან გატანით – 20 ჯერ.
  4. დახრები წინ განტელებით – 15 ჯერ.
  5. დახრილ მდგომარეობაში იდაყვების განზე გაწევა განტელებით ხელში – 15 ჯერ.
  6. მუხლებზე და იდაყვებზე დგომში ფეხის უკან ზევით ატანა და შემდეგ გვერდზე გაქნევა – 15 ჯერ თითო ფეხზე.
  7. ზურგზე დაწოლილი მდგომარეობიდან კორპუსის აწევა – 20 ჯერ; კორპუსის ტრიალი – 20 ჯერ.

გმადლობთ რომ სტუმრობთ ჩვენს საიტს!

 

 

კომპლექსის სხვა დღეები


სავარჯიშო კომპლექსი – დღე პირველი
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეორე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მესამე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეოთხე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეხუთე
დასვენება – ორი დღე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეექვსე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეშვიდე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მერვე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეცხრე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეათე


 

 


Author: Dieta

Comments

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +