სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეშვიდე

  Posted on   by   No comments

 

 

ვარჯიშის მეორე კვირა შედარებით რთულია, ვიდრე პირველი, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელი. ნუ დავივიწყებთ სწორ კვებას, ვარჯიშის პარალელურად.

მეშვიდე დღის ვარჯიში შედგება შვიდი კონკრეტული ვარჯიშისგან და სრულდება წრიულად 3 ჯერ, 30 წამიანი დასვენებით მათ შორის.

ვიწყებთ ჩვეულებრისამებრ გახურებით.

მოთელვა: ადგილზე სირბილი – 30 წამი; გვერდზე გატანილი, მუხლში მოხრილი ფეხის ტრიალი – 15 ჯერ თითო ფეხი; წელში წინ დახრილი, კორპუსის ტრიალი – 30 წამი.

ვარჯიშები:

  1. გადახტომა ადგილზე, ერთი ფეხიდან მეორეზე – 20 ჯერ.
  2. ჩაჯდომები ცალ ფეხზე, მეორე ფეხის უკან გაწევით და ადგომისას წინ გაქნევით- 15 ჯერ თითო ფეხზე.
  3. ფეხების აწევა, უკან განტელებით ხელში – 20 ჯერ.
  4. აზიდვა იატაკზე, მუხლებზე დგომით და ხელების ფართო განლაგებით – 15 ჯერ.
  5. ჯდომში განტელების ზევით აწევა – 15 ჯერ.
  6. ხელის მოხრა განტელით, საწინაამღდეგო მხარისკენ – 15 ჯერ თითო ხელზე.
  7. ზურგზე დაწოლილი მენჯის ზევით ატანა + მოკეცვით ხელების ფეხებთან მიტანა – 20 ჯერ.

P.S. განტელის მაგივრად შეიძლება წყლის ბოთლის გამოყენებაც (მაგ. 0,5 ლიტრი).

შემდეგ ვარჯიშამდე!

 

 

კომპლექსის სხვა დღეები


სავარჯიშო კომპლექსი – დღე პირველი
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეორე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მესამე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეოთხე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეხუთე
დასვენება – ორი დღე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეექვსე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეშვიდე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მერვე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეცხრე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეათე


 

 


Author: Dieta

Comments

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +