სავარჯიშო კომპლექსი – დღე მერვე

  Posted on   by   No comments

 

 

ვუახლოვდებით ორ კვირიანი კომპლექსის დასასრულს. დღეს მერვე ვარჯიშია. თქვენ შასაძლოა დაიღალეთ და ფიქრობთ თავის დანებებას, მაგრამ ჩვენ გირჩევთ იმყოფინოთ ნებისყოფა და არ დანებდეთ! რადგან სწორედ ბოლო ვარჯიშების შემდეგ იხილავთ სარკეში  შედეგს.

მერვე დღის ვარჯიში შედგება შვიდი კონკრეტული ვარჯიშისაგან და სრულდება წრიულად 3 ჯერ, 30 წამიანი დასვენებით მათ შორის.

ვიწყებთ ჩვეულებრისამებრ გახურებით.

მოთელვა: ადგილზე სირბილი, ფეხები განზე და ერთად – 30 წამი; კორპუსის ტრიალი წინ დახრილი და გამართული – 30 წამი.

ვარჯიშები:

  1. ჩაჯდომა „ნავით“ + ახტომა (დგომი – ფეხები ფართოდ, ჩაჯდომა, დაწოლა, მორკალვა მუცელზე, წამოჯდომა, ჩაჯდომა და ახტომა) – 10 ჯერ.
  2. იდაყვებზე დაყრდნობით, ფეხები თეძოების გასწვრივ, მიიტანოთ მუხლი მხართან – 10 ჯერ თითო ფეხზე.
  3. ჩაჯდომა ცალ ფეხზე, იმავე ფეხზე უკან გატანით – 12 ჯერ თითო ფეხზე.
  4. კორპუსის დახრა განტელებით, ხელების განზე აწევა (ყურების დონემდე) – 15 ჯერ.
  5. იდაყვებზე დაშვება (ფეხები თეძოების გასწვრივ) – 10 ჯერ.
  6. კორპუსის მორკალვა ფეხების გაშლით (იწევა მხოლოდ ბეჭები, წელი იატაკზეა) – 20 ჯერ.
  7. მენჯის მოწევა ფეხების რიგრიგობით დაშვებით – 20 ჯერ.

შემდეგ ვარჯიშამდე!

 

 

კომპლექსის სხვა დღეები


სავარჯიშო კომპლექსი – დღე პირველი
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეორე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მესამე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეოთხე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეხუთე
დასვენება – ორი დღე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეექვსე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეშვიდე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მერვე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეცხრე
სავარჯიშო კომპლექსი – დღე მეათე


 

 


Author: Dieta

Comments

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +