საუკეთესო კარდიო ვარჯიში ცხიმების სწრაფად დასაწვავად

  Posted on   by   5 comments

 

 

სახტუნაო ყველაზე მისაღები კარდიოტრენაჟორია, რომელსაც სათანადოდ არ აფასებენ. თუკი იგი ბოლოს სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილზე გეჭირათ, გირჩევთ შეიძინოთ და მეტად სასარგებლოდ გამოიყენოთ!

სახტუნაო არ იკავებს დიდ ადგილს და ხტუნვა ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ: სპორტულ დარბაზში, სტადიონზე, სახლში და ა.შ.

სახტუნაოს სიგრძის შერჩევისას ორივე ფეხით უნდა დადგეთ მის შუა ნაწილზე, სახელურები ხელში დაიჭიროთ და მიიტანოთ იღლიებამდე. ასეთი სიგრძეა თქვენთვის იდეალური.

სახტუნაოთი ვარჯიშის ეფექტურობა დამოკიდებულია ხტუნვის ინტენსიობაზე. იმისათვის, რომ მივაღწიოთ შედეგს გახდომაში, აუცილებელია შევასრულოდ მინიმუმ 70 ნახტომი წუთში. 20 წუთი ვარჯიშის შედეგად თქვენ დახარჯავთ მიახლოებით 200 კილოკალორიას.

გთავაზობთ ეფექტურ  სავარჯიშო კომპლექსს:

ვარჯიში შედგება 4 სახეობის ახტომისგან. ყოველი ვარჯიში შეასრულეთ 1 წუთის განმავლობაში.

  1. ერთმაგი უბრალო ხტუნვა (ერთი დატრიალება – ერთი ახტომა). ოდნავ მოღუნეთ მუხლები, იხტუნავეთ ფეხის წვერებზე. ისუნქეთ ღრმად.
  2. უკან ხტუნვა. იგივე უბრალო ხტუნვა, ოღონდ სახტუნაოს ვატრიალებთ უკან.
  3. ცალ ფეხზე ხტუნვა. 10 ხტუნვა ერთ ფეხზე და შემდეგ 10 მეორეზე და ასე ვანაცვლებთ. ან 30 წამი თითო ფეხზე.
  4. მორიგეობითი ხტუნვა მარცხნივ და მარჯვნივ. ფეხები შეატყუპეთ, პირველ დატრიალებაზე მარცხნივ, მეორეზე მარჯვნივ და ა. შ.

ნუ ეცდებით ახტეთ ძალიან მაღლა, ფეხის წვერები ოდნავ უნდა ცდებოდეს იატაკს. ატრიალედ მხოლოდ მაჯით და ნუ აიქნევთ ხელებს იდაყვამდე.

დაისვენეთ 1 წუთი და გაიმეორეთ კომპლექსი 4 ჯერ.

 

 

 


Author: Dieta

5 comments

  1. უცხო ამბობს:

    კარგი ვარჯიშია ნამდვილად

  2. ნიკა ამბობს:

    ეფექტური ვარჯიშა

    • Lena ამბობს:

      Willwright Once in a while CE2O8#&17;s and tycoons get involved in politics, When they do they are generally espousing far right viewpoints and almost always make fools of themselves. The Donald is the latest example.

  3. ანა ამბობს:

    ყოველთვის მიყვარდა ლახტი. გირჩევთ გოგოებო ძალიან ეფექტურია ეს ვარჯიში

    • Summer ამბობს:

      Agitatin' for a new normal are weT&;ere?#39hs justification for both standard and savings times I guess, although personally I prefer old-school.But mainly I just wish they'd pick a lane and stay in it; all this arbitrary manipulation is like working the swing shift, and I hated that shit.

Comments

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +