შოკოლადი

  Posted on   by   No comments

შოკოლადი

ყველასთვის საყვარელი, მაგრამ კალორიულობის გამო დიეტისას არარეკომენდირებული საკვები. მიუხედავად, ამისა ის არა მხოლოდ გემოთი, არამედ ბევრი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა.

აუმჯობესებს იმუნიტეტს, ახანგრძლივებს სიხოცხლეს და მატებს ძალებს ორგანიზმს ვარჯიშის შემდეგ. გარდა ამისა, ამცირებს კიბოსა და ინსულტის რისკს, მთავარია ის არ შეიცავდეს ჯანმრთელობისთვის საზიანო დანამატებს და შაქარს. შოკოლადი ასევე ეფექტურია მაღალი წნევის წინააღმდეგ.

მისი ზომიერი რაოდენობით მიღებისას ხდება სისხლის შეთხელება, რაც იცავს გულს. მასში შემავალი ფლავანოლები კი ამცირებს სისხლის წნევას და ქოლესტერინს და იცავს არტერიის კედლებს. წითელი ღვინოს მსგავსად ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აუმჯობესებენ ორგანიზმის იმუნიტეტს.

კვლევების თანახმად, შველის ხველას და ყელის ტკივილს, ასევე მასში შემავალი ნივთიერებები შველის კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას.

გირჩევთ მიირთვათ შოკოლადი, რომლის კაკაოს შემცველობა 70%-ზე მეტია, ხოლო შაქარი რაც შეიძლება ნაკლები. უმჯობესია მიიღოთ ცოტა, მაგრამ ხარისხიანი შოკოლადი, ვიდრე ბევრი და უხარისხო.

 


Author: Dieta

Comments

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +