100 ჩაჯდომა ლამაზი საჯდომისთვის | საჯდომის ვარჯიში

  Posted on   by   2 comments

 

 

საჯდომის ვარჯიში
ჩაჯდომები, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვარჯიში ბარძაყისა და დუნდულა კუნთებისთვის. ხოლო იმისათვის, რომ ვარჯიშები არ იყოს ერთფეროვანი და მოსაწყენი, ჩვენ გთავაზობთ მათი შესრულების 5 ვარიანტს.

შესრულებისას:
– ზურგი გამართული უნდა გქონდეთ, არ გაიზნიქოთ და მხრებში არ მოიხაროთ;
– დაჭიმეთ პრესი (მუცლის კუნთებმა უნდა შექმნან ერდგვარი კორსეტი წელის გარშემო, რომელიც დააფიქსირებს ხერხემალს);
– ქუსლები არ ცილდება იატაკს;
– ისუნთქეთ სწორად.

 

ვარჯიში:

ყოველი ვარჯიში 20-ჯერ გაიმეორეთ

  1. კლასიკური ჩაჯდომები.
    ჩასუნთქვაზე ჩაჯექით, მენჯი გაიტანეთ უკან, მოხარეთ მუხლები სწორ კუთხემდე, ამოსუნთქვაზე დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში.
  2. პლიე.
    საწყისი მდგომარეობა – ფეხები მხრებზე ფართოდ, ფეხის წვერები ერთმანეთის საპირპისპირო მიმართულებით უნდა იყურებოდნენ.
  3. ჩაჯდომები.
    ფეხები ერთად დგომში, ქუსლები შეტყუპებულია, ხელები ტანის გასწვრივ, ჩაჯდომისას ხელები ჩასჭიდეთ და გაშალეთ წინ.
  4. ჩაჯდომები „რევერანსი“.
    ჩასუნთქვაზე ჩაჯექით, ერთი ფეხი გაიტანეთ უკან, მოხარეთ მუხლები სწორ კუთხემდე, წონა გადაიტანეთ წინა ფეხზე, მეორე ფეხის ქუსლი არ შეახოთ იატაკს, ამოსუნთქვაზე დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში.
  5. ჩაჯდომები ახტომით.
    ახტომის შემდეგ როგორც კი ფეხები შეეხება იატაკს ეგრევე ჩაჯექით, ჩასუნთქვაზე მოხარეთ მუხლები სწორ კუთხემდე, ამოსუნთქვაზე ახტით.

 

ივარჯიშეთ ჩვენთან ართად!

 

 

 


Author: Dieta

2 comments

  1. ბაია ამბობს:

    უნდა დავიწყო ვარჯიში

  2. მაკა ამბობს:

    საკმაოდ კარგად არის ახსნილი ვარჯიში გაიხარეთ

Comments

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +