გრეიპფრუტის დიეტა
გრეიპფრუტის დიეტა

გრეიფრუტის დიეტა

  

მაისი 5, 2016

არსებობს სხვადასხვა გრეიფრუტის დიეტა, თუმცა ყველა მათგანს ერთი საერთო წესი აქვთ – ყოველი ჭამის წინ საჭიროა ნახევარი გრეიფრუტის ჭამა.

ინგრედიენტები

250 გრ. ბოსტნეულის სალათა

1 ფინჭანი უშაქრო ყავა ან ჩაი

2 ნაჭერი უცხიმო შაშხი

1 ცალი გრეიფრუტი

150 გრ. ხორცი

2 ცალი კვერცხი

50 გრ. ყველი

200 გრ. თევზი

20 გრ. შავი პური

200 გრ. ქათმის ფილე

1 ჭიქა ტომატის წვენი

400 გრ. მოხარშული ბოსტნეული

მითითებები

1დღე საუზმე: გრეიფრუტის წვენი (უშაქრო) ან 1 გრეიფრუტი, 2 ნაჭერი უცხიმო შაშხი 25 გრამი, უშაქრო ყავა ან ჩაი. სადილი: 1 გრეიპფრუტი, 250 გრამი ბოსტნეულის სალათი (ნებისმიერ ბოსტნეული, გარდა კარტოფილის და სიმინდის) ლიმონით და მწვანილით შეკმაზული, ყავა ან ჩაი. ვახშამი: 150 გრამი მოხარშული (ან გრილზე შემწვარი) უცხიმო ხორცი, 200 გრამი მწვანე სალათი ლიმონის წვენით, თაფლიანი ჩაი.

2დღე საუზმე: გრეიფრუტის წვენი (უშაქრო) ან 1 გრეიფრუტი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი, უშაქრო ყავა ან ჩაი. სადილი: 1 გრეიფრუტი, 50 გრამი ყველი 20-30% ცხიმიანობის ან უცხიმო ხაჭო. ვახშამი: 200 გრამი თევზი (მოხარშული ან გრილზე მომზადებული), დიდი პორცია ბოსტნეულის სალათა (კიტრი, კომბოსტო, ბროკოლი, სალათის ფურცლები, წიწაკა და ა.შ.) შეკმაზული 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენით და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთით, 20 გრ. შავი პური.

3დღე საუზმე: გრეიფრუტის წვენი (უშაქრო) ან 1 გრეიფრუტი, 2 ჩაის კოვზი შვრიის ფაფა ან მიუსლი 1 ჩაის კოვზ ქიშმიშთან ერთად, 2-3 დაქუცმაცებულ თხილეულთან (გარდა არაქისისა) და 4 ჩ/კ უცხიმო იოგურტი ან რძე. სადილი: 1 გრეიფრუტი, 1 ჭიქა ბოსტნეულის სუპი ან ბულიონი 2 სუხართან ერთად. ვახშამი: 200 გრამი ქათმის თეთრი ხორცი (მოხარშული ან გრილზე მომზადებული), 2 ჩაშუშული პომიდორი, ძილის წინ ნახევარი გრეიფრუტი.

4დღე საუზმე: 1 ჭიქა ტომატის წვენი, 1 მოხარშული კვერცხი, ჩაი ლიმონით. სადილი: 1 გრეიფრუტი, სალათის დიდი პორცია მომზადებული სტაფილოსგან ან მწვანე ბოსტნეულისგან და შეკმაზული ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით, პურის ნაჭერი და ტოსტი. ვახშამი: 400 გრამი მოხარშული ან ჩაშუშული ბოსტნეული (ყაბაყი, კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ნიახური), ჩაი; ძილის წინ – გრეიფრუტი ან მისი წვენი.

5დღე საუზმე: ხილის სალათა ვაშლის, გრეიფრუტის და ფორთოხლისაგან, ყავა ან ჩაი ლიმონით. სადილი: 1 დიდი ორთქლზე გამომცხვარი კარტოფილი, 200 გრამი სალათი მწვანე ბოსტნეულისგან ან კომბოსტოსგან. ვახშამი: 200 გრამი უცხიმო ძროხის ხორცი ან 250 გრამი ქათმის თეთრი ხორცი ან 250 გრამი თევზის ფილე, ტომატის წვენი ან მოშუშული პომიდორი; ძილის წინ – გრეიპფრუტი ან წვენი.

6დღე ნებისმიერი მენიუს არჩევა შეგიძლიათ წინა დღეებიდან.

7დღე ნებისმიერი მენიუს არჩევა შეგიძლიათ წინა დღეებიდან

დიეტა გრძელდება 7 დღე და არ შეიძლება 7 საათის მერე საკვების მიღება. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ საკმაოდ დაბალკალორიული დიეტაა (800 კკალ) და ამიტომ არ არის რეკომენდირებული მისი ხანგრძლივად დაცვა.

ამ დიეტის დროს უარი უნდა თქვათ მარილზე და სხვა საკმაზებზე. ხორცი დასაშვებია უცხიმო, შეიძლება მხოლოდ საკუთარ წვენში კონსერვირებული თევზის გამოყენება.
მწვავე შიმშილის გრძნობის შემთხვევაში შეგიძლიათ 1 ჭიქა კეფირის დალევა, ოღონდ არა ძილის წინ.
შეიძლება ვაშლის ან ფორთოხლის ჭამა და დღეში ერთხელ 1 ჩ/კ თაფლის, მწვანე ჩაისთან ერთად.
ამ დიეტით ერთი კვირის განმავლობაში 3-4 კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი.

00:00

2 შეფასება

Milena .

მაისი 17, 2016

Mec vcade da namdvilad kmayopili var. bevri dieta vcade wels da yvelaze epeqturi es agmochnda. tan mis mere kargi xani gavida da kilogramze meti ar momimatia.

Asmati

მაისი 17, 2016

კარგი დიეტაა. ყველას გირჩევთ.

All fields are required to submit a review.

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +