დიეტა ზარმაცებისთვის.
დიეტა ზარმაცებისთვის.

დიეტა ზარმაცებისათვის

  

მაისი 5, 2016

დიეტა ზარმაცებისთვის.

ინგრედიენტები

1 ნაჭერი პური

1 ცალი შემწვარი პომიდორი

1 ნაჭერი ყველი

1 ცალი ბანანი

1 ჩაის კოვზი თაფლი

1 ცალი კვერცხი

1/2 ფორთოხლის წვენი

1 პორცია სალათი

1 ვაშლი

50 გრ.ქათმის ხორცი

25 გრ. ყველი

200 გრ. კარტოფილი

125 გრ. ლობიო

75 გრ. ლორი

1 ნაჭერი ატამი

75 გრ. მაკარონი

მითითებები

1საუზმე: ა) 30 გ. ფანტელი რძით ; ბ) ერთი ნაჭერი გახუხული მსხვილად ნაფქვავი პური, შემწვარი პომიდორი, ერთი ნაჭერი ყველი; გ) ბანანის სენდვიჩი: ერთი ნაჭერი მსხვილად ნაფქვავი პური, ბანანის ერთი ნაჭერი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ერთი სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი, ან რბილი ყველი; გ) ერთი ნაჭერი გახუხული მსხვილად ნაფქვავი პური, (თხლად წასმული მარგარინით), ერთი თოხლო კვერცხი, ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი.

2სადილი: ა) სალათის დიდი პორცია, ვაშლი ან ფორთოხალი, სენდვიჩი ქათმით (50 გ. ქათმის ხორცი კანის გარეშე, 25 გ. გახეხილი ყველი, ერთი სუფრის კოვზი დაბალკალორიული მაიონეზი; ან 75 გ. ყველი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კიტრი); ბ) 200 გ. კარტოფილი ,,მუნდირში’’, შერეული სალათის დიდი პორცია, ერთი ჭიქა დიეტური იოგურტი, 125 გ. მოხარშული ლობიო და 25 გ. ყველი.

3ვახშამი: ა) ნებისმიერი დაბალკალორიული საკვები, შერეული სალათის დიდი პორცია; ბ) 150 გ. ქათამი ან ინდაური, ცოტა საწებელი, 75 გ. შემწვარი, ან ,,მუნდირში’’ მოხარშული კარტოფილი, ბოსტნეული; გ) 75 გ. მაკარონი კონსერვირებული პომიდორის სოუსით, ან 100 გ. მოხარშული ქათამი (ქათმის წვნიანთან ერთად), ან 75 გ. უცხიმო ლორი (ერთი ჭიქა იუგურტითა და სანელებლებით), ბოსტნეულის, ან ხილის სალათი.

4დესერტი: ბ) გამხმარი ბისკვიტის ორი დიდი ნაჭერი; ა) ატამის ერთი ნაჭერი;

00:00

2 შეფასება

თეა

ივნისი 23, 2017

გამარჯობა. ამ დიეტის დროს რამდენ კგ-ს იმატებ კვირაში? 🙂

magda magda

მაისი 17, 2016

satauris mixedvit , chemtvis zedgamochrili dieta. mgoni amit daviwyeb. <3

All fields are required to submit a review.

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +