კივის დიეტა
კივის დიეტა

კივის დიეტა

  ,

მაისი 5, 2016

კივის დიეტის დროს მოგიწევთ უარის თქმა ნახევარფაბრიკატებზე, კონსერვებზე, ძეხვეულზე, ცხიმიან და შემწვარ კერძებზე, მარილზე და შაქარზე.

ინგრედიენტები

200 გრამი "ჰერკულესი"

10 გრ. ყველი

1 კივი

1 ვაშლი

2 კოვზი უშაქრო იოგურტი

200 გრ. სოკოს წვნიანი

1 ქათმის მკერდი

100 გრ. ყაბაყის პიურ

200 გრ. წიწიბურა

200 გრ. ბოსტნეულის წვნიანი

200 გრ. ყვავილოვანი კომბოსტო

200 გრ. ბრინჯის ფაფა

2-3 კვერცხი

მითითებები

1ორშაბათი საუზმე -200გრ „ჰერკულესის“ ფაფა ქლიავის ჩირით, 10გრ ყველი, ერთი ნაჭერი ქატოს პური. წახემსება-კივი და ვაშლი ორი კოვზი უშაქრო იოგურტით. სადილი -200გრ სოკოს წვნიანი, ქათმის მკერდი კანის და მარილის გარეშე, 100გრ ყაბაყის პიურე. წახემსება -2 კივი. ვახშამი - 5% ხაჭო კენკრასთან ერთად, ჩაი. ძილის წინ -კივის და იოგურტის სმუზი.

2სამშაბათი საუზმე - წიწიბურა ბოსტნეულით 200გრ, ჩაი ლიმნით და ორი ორცხობილა. წახემსება - კივი და მარწყვი 5% ნაღებთან ერთად(1სუფრის კოვზი). სადილი - ბოსტნეულის წვნიანი-200გრ, ორთქლზე მომზადებული კატლეტი და 150გრ ბრინჯი. წახემსება - 2 კივი. ვახშამი - ბოსტნეულის რაგუ ყაბაყით და ყვავილოვანი კომბოსტოთი-200გრ, ჩაი, ყველის ნაჭერი. ძილის წინ - კეფირი.

3ოთხშაბათი განტვირთვის დღე, როგორც აღწერილია ზემოთ(გამორიცხულია მხოლოდ ქათმის ხორცი). დაშვებულია რძის პროდუქტი, კივი, ჩაი და წყალი.

4ხუთშაბათი საუზმე - ღუმელში გამომცხვარი ხაჭო მოცხართან ერთად-200გრ, ყავა. წახემსება - 2 კივი. სადილი - ბოსტნეულის წვნიანი - 200გრ, მოხარშული თევზი და მოთუშული კომბოსტო - 150გრ. წახემსება - კივის, მარწყვის და 2,5% იოგურტისგან დამზადებული სმუზი. ვახშამი - ბრინჯის ფაფა - 200გრ, ჩაი და 2 ორცხობილა. ძილის წინ - კეფირი.

5პარასკევი საუზმე - „ჰერკულესის“ ფაფა გარგრის ჩირთან ერთად - 200გრ, ყავა, 10გრ ყველი. წახემსება - კივის და მსხლის სალათი. სადილი - წვნიანი მაკარონით - 200გრ, რაგუ ქათმის და ბოსტნეულის რაგუ(კარტოფილის გარეშე) -150გრ. წახემსება - 2 კივი. ვახშამი - ხაჭო ხილით და კენკრით - 100გრ, უხეშად დაფქული ხორბლის პურის ნაჭერი და ჩაი. ძილის წინ - იოგურტი და კივი.

6საუზმე - ორთქლზე მომზადებული 2კვერცხის ომლეტი კამასთან ერთად, ყავა. წახემსება - 2 კივი. სადილი - თევზის წვნიანი - 200გრ, ორთქლზე დამზადებული გუფთა ბრინჯით - 150გრ. წახემსება - კივის, ბლის და ნესვის სალათი. ვახშამი - მულტი ბურღულის ფაფა-200გრ, ჩაი. ძილის წინ - დაბალ ცხიმიანი იოგურტის, კივის და მსხლის სმუზი.

7კვირა ჩვეული კვებითი რაციონი: იკვებეთ ისე როგორც ყოველთვის, მაგრამ შეეცადეთ კერძები იყოს უცხიმო,უმარილო და უშაქრო. უკუჩვენება კივი უკუნაჩვენებია მათთვის ვისაც გასტრიტი ან ნაწლავების ანთებები აწუხებს. ფრთხილად უნდა მირთვან კივი მათ, ვისაც თირკმელებში კენჭები აქვთ - აუცილებელია ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გავლა. ყველა დანარჩენისთვის დიეტა საკმაოდ იოლია, გემრიელია და გაძლევთ ადგილს ფანტაზიისთვის. არ გადააჭარბოთ კვირა დღეს! არ ჩაყაროთ წყალში მთელი კვირის ნაშრომი.

კივის დიეტის დროს მოგიწევთ უარის თქმა ნახევარფაბრიკატებზე, კონსერვებზე, ძეხვეულზე, ცხიმიან და შემწვარ კერძებზე, მარილზე და შაქარზე.
ასევე ნუ მიიღებთ ალკოჰოლს, სოუსებს და მარინადებს.
დაშვებუალია დღეში ორი ჭიქა უშაქრო ყავა ან ჩაი.
დიეტის დაცვა შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღებამდე.

00:00

5 შეფასება

Mildred

აპრილი 8, 2017

Yet another thing I would like to state is that rather than trying to fit all your online degree programs on days that you end work (since the majority of people are drained when they come home), try to have most of your sessions on the weekends and only a couple of courses in weekdays, even if it means taking some time away from your saturdays. This is beneficial because on the weekends, you will be more rested plus coatencrnted in school work. Thanks for the different suggestions I have discovered from your weblog.

ანა

სექტემბერი 8, 2016

ვერ დაწერ მაგ დიეტას?

ლიზიკო

მაისი 17, 2016

ანა, ზუსტად 5 კილო დავიკელი, რამდენიც მჭირდებოდა. 55 ვიყავი და 50-ზე ჩამოვედი, ჩემ წონაზე, ოღონდ ისე, რო არც მიგრძვნია დიეტაზე ყოფნა. დიეტის მერეც ცოტა ვაკონტროლებდი თავს, ცომეულს და ზედმეტ ტკბილეულს არ ვჭამდი.

Ana

მაისი 17, 2016

au xoo. yava. ramdeni daikeli. ramdeni iyavi da ramdeni daikeli?

ლიზიკო

მაისი 17, 2016

ამ დიეტაზე არაჩვეულებრივი შედეგი მქონდა. რაც მთავარია, მშიერი არც ერთი დღე არ ვყოფილვარ. ჩემი მთავარი პრობლემა დიეტების დროს ყავაზე შეზღუდვაა, მაგრამ აქ უშაქრო ყავა დაშვებულია დღეში ორჯერ, ესეც დიდი პლიუსია.

All fields are required to submit a review.

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +