მარწყვი
მარწყვი

მარწყვის დიეტა

  ,

ივნისი 1, 2016

მარწყვის დიეტა 4 დღიანია და ამ პერიოდში თქვენ 3 კილოგრამს დაიკლებთ. ეცადეთ ეს დიეტა მაშინ დაიცვათ, როდესაც მარწყვის სეზონია.

ინგრედიენტები

მარწყვი

თაფლი

ვაშლი

კიტრი

ქათმის ფილე

ზეთი

ნიგოზი

თევზი

კომბოსტო

კარტოფილი

ყველი

სალათის ფოთოლი

მითითებები

1დღე:
საუზმე: ერთი ფინჯანი მარწყვი და ერთი ვაშლი, ერთი ჭიქა კეფირი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი. ამ ინგრედიენტებისგან გააკეთეთ სალათი ან ბლენდერში ადღვიბეთ და ისე მიირთვით.
სადილი: ერთი ჭიქა მარწყვი. ორი კიტრი, 50 გრამი მოხარშული ქათამის ფილე, მწვანილი, მცენარეული ზეთი, რამდენიმე ნიგოზი.
სამხარი: 1 ჭიქა მარწყვი.
ვახშამი: 100 გრ კარტოფილი, ერთი თავი ხახვი, 50 გრ ხაჭო, ნახევარი ჭიქა კეფირი, ნახევარი ლიმნის წვენი - ამ ინგრედიენტებისგან მოამზადეთ სალათი. 1 ჭიქა მარწყვი.

2დღე:
საუზმე: ერთი ფინჯანი მარწყვი.
ლანჩი: ერთი ჭიქა კეფირში არეული ერთი ფინჯანი მარწყვი.
სადილი: სამი თხელი ბლინი მარწყვის შიგთავსით.
ვახშამი: 100 გრამი კომბოსტო და ერთი ფინჯანი მარწყვი.

3დღე:
საუზმე: ერთი ფინჯანი მარწყვი და ერთი გახუხული პური.
სადილი: 200 გრამი ნესვი, ერთი ფინჯანი მარწყვი, ერთი ბანანი.
ვახშამი: ერთი ფინჯანი მარწყვი. 50 გრამი მოხარშული კარტოფილი, 50 გრამი მოხარშული სტაფილო, 50 გრ კომბოსტო - ამ ინგრედიენტებისგან სალათი.

4დღე:
საუზმე: ერთი ფინჯანი მარწყვი, 50 გრამი უმარილო ყველი.
სადილი: ერთი ფინჯანი მარწყვი. სალათი ხახვისგან, 100 გრამი მოხარშული თევზისგან და სალათის ფოთლებისგან.
ვახშამი: ერთი ფინჯანი მარწყვი და 100 გრამი კომბოსტო.

00:00

0 შეფასება

All fields are required to submit a review.

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +