პიერ დუკანის დიეტა
პიერ დუკანის დიეტა

პიერ დუკანის დიეტა

  ,

ივნისი 30, 2016

იხილეთ ახალი გვერდი! - ყველაფერი დუკანის დიეტის შესახებ

პიერ დუკანის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიეტაა მსოფლიოში! ის 2000 წლიდან გახდა ცნობილი. ამ დიეტის საშუალებით არაერთმა ცნობილმა ადამიანმა დაიკლო წონაში. დიეტა 4 ეტაპისგან შედგება, ესენია: შეტევა, მონაცვლეობა, განმტკიცება, სტაბილიზაცია.

იხილეთ ახალი გვერდი! - ყველაფერი დუკანის დიეტის შესახებ

ინგრედიენტები

ნებისმიერი პროდუქტი, უმეტესად ცილოვანი.

იხილეთ ახალი გვერდი! - ყველაფერი დუკანის დიეტის შესახებ

მითითებები

1პირველი ფაზა - შეტევა:
ამ ფაზის დროს იკლებთ 3-6 კილოგრამამდე.
პირველი ფაზის ხანგრძლივობა:
10-20 ზედმეტი კგილოგრამის შემთხვევაში – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 3-5 დღე;
20-30 ზედმეტი კგილოგრამის შემთხვევაში – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 5-7 დღე;
30-ზე მეტი კგილოგრამის შემთხვევაში – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 7-10 დღე;
პირველი ფაზის მენიუ:
„შეტევის“ ფაზაში უპირატესად ჭარბობს ცილოვანი საკვები. დუკანი რეკომენდაციას უწევს ქათმის და წიწილის ხორცს (აუცილებლად კანის გარეშე), მჭლე ლორს, ხბოს ღვიძლს, ნებისმიერი სახის თევზს (მოხარშული, შებოლილი, გრილზე მომზადებული, მაგრამ არა შემწვარი) და ზღვის პროდუქტებს.
შემწვარი საკვები მთლიანად აკრძალულია. ხორცის კერძების გარდა შეიძლება მოხარშული კვერცხის (დღეში 2ც.) და უცხიმო რძის პროდუქტების მიღება.
შეგიძლიათ საჭმელს საკმაზები, სანელებლები, მარილი დაამატოთ მცირე რაოდენობით, ისე რომ კერძი გემრიელი და არომატული იყოს. მთავარია არ გამოიყენოთ გემოს არომატიზატორები.
აუცილებელია:
– დუკანი ავალდებულებს ყოველდღიურად 1,5 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამას – ეს წესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ! (ქატო შეგიძლიათ მიიღოთ უცხიმო კეფირთან ან იოგურტთან ერთად, ან რძის ფაფის სახით).
– ყოველდღიურად 20 წუთიანი ფეხით გასეირნება ან სპორტით დაკავება.
– დღეში არანაკლებ 2 ლიტრი სითხის მიღება (ყავა და ჩაი შედის ამ რაოდენობაში).
რაციონიდან ამოიღეთ:
– სუფთა სახის შაქარი. დაშვებულია მხოლოდ შაქრის შემცვლელი ძალიან მცირე დოზით.
– მოხარშული: ბატის, იხვის, ღორის, ცხვრის ხორცი; ხბოს და კურდღლის ცხიმიანი ნაწილის ხორცი.
აკრძლულია ყველა ამ სახეობის ხორცი მცირე რაოდენობითაც კი.

2მეორე ფაზა - მონაცვლეობა:
– 10კგ.-ზე – ცილები – ცილები/ბოსტნეული 1/1 დღე (1 დღე ცილები, მეორე დღე ცილები/ბოსტნეული; შეიძლება 3/3 ან 5/5 ვარიანტი);
– 10კგ.-ზე მეტი – 5/5 დღის მონაცვლეობა;
მეორე ფაზის მენიუ:
ნუ დაივიწყებთ, რომ დუკანის დიეტის ძირითად პროდუქტს შვრიის ქატო წარმოადგენს. ამ ფაზის დროს ყოველ დღე უნდა ჭამოთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო. ქატოს შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი ბოსტნეული, გარდა სახამებლის შემცვლელისა (ავოკადო, ოსპი, პარკოსნები, ბარდა, კარტოფილი).
დაშვებული პროდუქტების სურვილისამებრ მომზადება შეგიძლიათ: მოხარშვა, გამოცხობა, გამოშრობა (არა შეწვა). ბრინჯის და სხვა მარცვლოვანი ღერღილის ჭამა ასევე აკრძალულია, რადგან ისინი დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავენ.
მეორე ფაზის დროს დაშვებულია სხვადასხვა სახის საკმაზების და სპეციების გამოყენება, თუმცა ზომიერად.
როცა შედეგი დაგაკმაყოფილებთ, გადადიხართ მესამე ეტაპზე.
აუცილებელია:
– დღეში 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება;
– შეკრულობის შემთხვევაში შეგიძლიათ 1 სუფრის კოვზი ხორბლის ქატოს გამოყენება;
– შეეცადეთ რძის პროდუქტების ნორმას 1კგ-ს არ გადააჭარბოთ;
– სვით დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი;
– ყოველდღიური გასეირნება გაზარდეთ 30 წუთამდე;

3მესამე ფაზა - განმტკიცება:
მესამე ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაკლებულ კილოგრამებზე.
თითოეულ დაკლებულ კილოგრამზე არანაკლებ 10 დღე უნდა დახარჯოთ გასამყარებლად. ანუ თუ დაიკლეთ 7კგ. - განსამტკიცებლად 70 დღე დაგჭრდებათ.
მესამე ფაზის მენიუ:
– დაშვებულია პირველი ფაზის ყველა პროდუქტის გამოყენება;
– დაშვებულია მეორე ფაზის ყველა ბოსტნეულის გამოყენება;
– აუცილებელია ყოველ დღე ხილის ერთი პორცია (200გრ.) სალათის მიღება (აკრძლულია ყურძენი, ბანანი, ბალი);
– დაშვებულია დღეში არაუმეტეს ორი ნაჭრი პურის მიღება;
– დაშვებულია დღეში არაუმეტეს 40გრ. მწიფე ყველის გამოყენება;
– აუცილებელია სახამებლის შემცველი პროდუქტების გამოყენება (კარტოფილი, ბრინჯი, ბარდა, ლობიო, მაკარონის ნაწარმი), მაგრამ არა უმეტეს ორჯერ კვირაში;
– ყოველდღიური ფეხით სეირნობა არ უნდა იყოს 25 წუთზე ნაკლები.
ყურადღება: შვრიის ქატოს რაოდენობა გაზარდეთ 2,5 სუფრის კოვზამდე დღეში.
მესამე ფაზის პერიოდში არაუმეტეს კვირაში ერთი დღისა, შეგიძლიათ მოიწყოთ სადღესასწაულო დღე – ეს ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს შეგიძლიათ შეჭამოთ რაც თქვენ გესიამოვნებათ, მაგრამ მხოლოდ კვირაში ერთხელ!

4მეოთხე ფაზა - სტაბილიზაცია: ყველაზე სასიამოვნო და ნანატრი ფაზა.
სტაბილიზაციის პერიოდში მხოლოდ ორი წესი უნდა დაიცვათ:
– აუცილებელია დღეში არანაკლებ 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამა;
– კვირაში ერთხელ პროტეინის (ცილების) დღე მოაწყეთ;
დანარჩენ დროს არცერთ პროდუქტში არ ხართ შეზღუდული.
ამ ეტაპიდან დუკანი უფრო აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას უწევს რეკომენდაციას. რაც უფრო მეტი აქტიურობაა, მით უკეთესი. ეს საშუალებას მოგცემთ ნაკლებად შეიზღუდოთ კვებაში.

00:00

60 შეფასება

ხათუნა

სექტემბერი 23, 2017

შეიძლება თუ არა ნაღველკენჭოვანი დაავადების და ჰიპოთირეოზის დროს?
როგორც წესი ამ დიეტის დაცვას ეწინააღმდეგებიან ენდოკრინოლოგები…

nino

სექტემბერი 15, 2017

pirveli fazit shidzleba xuti kilo daviklo 5 dgeshi? dzalian gtxovt mitxarit

ეკატერინე

აგვისტო 23, 2017

ეკატერინე
დღეს დავიწყე…არ ვიცი ალბათ მეძინა.სულ ორი დღეა შევიტყვე ასეთი დიეტის არსებობის შესახებ და უცებ მივხვდი რომ ეს მჭირდებოდა..იმედი მაქვს შედეგს ვნახავ.არ ვიცი.

ციცი

ივლისი 1, 2017

გამარჯობათ ვარ 67 კილო მინდა 7 კილოს დაკლება დუკანის 7 დგიანი დიეტით არის
შესაძლებელი

ელენე

მაისი 21, 2017

ეს ქატო უნდა მოვხარშოთ თუ უმად უნდა მივირთვათ?

თორნიკე

მაისი 15, 2017

მაინტერესებს, რას ნიშნავს პროტეინის (ცილების) დღე და რამდენ ხანს გრძელდება მეოთხე ფაზა – სტაბილიზაცია?

თათია

მაისი 3, 2017

რა ვერ გავიგე იცით მეორე ფაზაში შემიდზლია მარტო ბოსტნეულის და ცილები ს შემცველი საკვები და ეს1\1 5\5 რას ნიშნავს

მეგი

მაისი 2, 2017

მაინტერესებს

მეგი

მაისი 2, 2017

შაქრის შEმცვლელი რა გამოვიყენო

ნინა

აპრილი 20, 2017

ვეგეტარიანელს რას უჩევდით ?

ნინა

აპრილი 20, 2017

და თუ ვეგეტარიანელი ვარ ?

თიკო ცხოვრებაშვილი

აპრილი 18, 2017

ვარ 16 წლის , ლიმაღლე-1.56 მეტრი, წონა-74 კგ , მინდა ორ კვირაში დავიკლო 10 კილო

სალომე

აპრილი 18, 2017

ნინი კი შეიძლება უვხიმო ყველანაირი რძის პროდუქტი

სალომე

აპრილი 18, 2017

შვრიის ქატო ვისაც გაინტერესებთ არის ნორდიკის ქატო მინარევების გარეშე. იყიდება : კარფური…აფთიაქები.მე ახალი დაწყებული მაქვს დუკანი და დამიჯერეთ მოქმედებს.

Mari

აპრილი 17, 2017

Vinme metyviit, shvriir qato romeliaa?? Gerkulesi arsheilebaaa netaa??

Missy

აპრილი 8, 2017

Dear Tanisha, YES YES YES – Golgi is looking for spas, boutiques and upscale retailers to carry Go1#g&i82l7;s premium USDA certified organic skin care system. I will be in touch shortly. Thank you, Regards, Rita

ნინი

აპრილი 1, 2017

გამარჯობა, მაინტერესებს უცხიმო მაწონის ჭამა თუ შეიძლება პირველი ფაზის დროს.
მადლობა წინასწარ

თამო

მარტი 22, 2017

გამარჯობათ.სად გავაგზავნო ჩემი მონაცემები?

ფარნა

მარტი 20, 2017

დუკანის დიეტა საქართველოსთვის – რეალური ადამიანების პირადი გამოცდილება, რჩევები, სრული ინფორმაცია დიეტის შესახებ
https://www.facebook.com/groups/490483538007889/

მარინა

მარტი 17, 2017

მოგესალმებით. მეორე ფაზაში რომელ კაკაოს ხმარობთ ?

ლიზა

მარტი 9, 2017

რამდენი წლიდან შეიძლება ამ დიეტის დაცვა

ნატა

მარტი 9, 2017

უშაქრო ყავის დალევა თუ მიზანშეწონილია ???
დაკლებას ხელს შეუშლის???

ირინა

მარტი 3, 2017

მითხარით ტუ შეიძლება სად უნდა გავაგზავნო ჩემი მონაცემები რომ ზუსტად მიტხრან რამდენი კილოს დაკლეება საჭირო

ელენე

თებერვალი 12, 2017

მაინტერესებს ფაზაში 5 დღე მარტო ხორცი ან თევზი უნდა მივირთვა? თუ შეიძლება ამ 5 დღეში ხილი ან ბოსტნეული? და შვრიის ფაფა როგორ მზადდება როგორც გერკულესი?

ლელა

თებერვალი 12, 2017

ვარ 58 მინდა 5 კილოს დაკლება .. ძალიანგტხოვთ დეტალურად მირჩიე ამ დიეტით როგორ ვიხელმძღვანელო? პირველიდან მეხუთე დღემხე როგორ უნდა ვიკვებო მომწერეთ ძალიან გთხოვთ რა..’მადლიბა წინასწარ

lela

თებერვალი 8, 2017

გამარჯობათ ეს ფაზა როგორ ხდება მაინტერესებს .თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ კომენტარზე. 1 და 2 ფაზა ანუ პირველი და მეორე დღე ?.

გიო

თებერვალი 6, 2017

შვრიის ფაფა ქონდათ აფთიაქში მარკეტებში ვერ ვიშივე მე პირადად 9 ლარამდე ღირს და გყოფნის დიდხანს

ხათუნა

თებერვალი 2, 2017

მეორე ფაზაში რამდენი დღე ან თვეა საჭირო?

ნონა

თებერვალი 2, 2017

ნონა
მაინტერესებს მეორე ფაზაში ნიგვზიანი სალათების ჭამა

ხათუნა

თებერვალი 2, 2017

ხათუნა
მაინტერესებს მეორე ფაზაში ნიგვზიანი სალათების ჭამა

ხათუნა

თებერვალი 2, 2017

ხათუნა
მაინტერესებს სად შევიძინო შვრიის ქატო?აფთიაქში ვნახე ბაიას ნაწარმი ,ეს ვარგა თუ სხვა უნდა შევიძინო ამ დიეტისთვის?

მარინა

იანვარი 22, 2017

მაინტერესებს შვრიის ქატოს ფაფა ისე უნდა მოვხარშოთ, როგორც გერკულესის ფაფა? მე სხვა დიეტას ვიცავდი და თვენახევარში 11კგ დავიკელი, ეხლა მინდა დავიწყო დუკანის დიეტა კიდევ მინიმუმ 25 კგ მაქვს დასაკლები.

ქრისტინე

დეკემბერი 2, 2016

ვარ 20 წლის 173სმ მინდა 10 კილოს დაკლება,მაინტერესებს ეს საკვები როგორ მივიღო? მადიმ ტქვა სამ დღეში 2 კილოგრამი დავიკელიო როგორ? გტხოვ მომწერეთ

ნინა

ნოემბერი 12, 2016

კიიიიიიი

სოფი აა

ნოემბერი 11, 2016

1.75სმ ვარ 80 კილო ვარ მინდა -15 კილო დავიკლოო და როგორც აქ წერიაა მასე გავაკეტოო დავდგე მაგ დიეტაზეეე ?? რას მირჩევთთ ????

mzeo

ოქტომბერი 29, 2016

Irma Da tako ramden tveshi daikelit 30da 33kilo?

თამარა

ოქტომბერი 22, 2016

უმაგრესი დიეტა და შედეგი სასწაული

თამრიკო

ოქტომბერი 14, 2016

შვრიის ფაფა როგორ უნდა მოვამზადო? წყალი რამდენი და შვრია რამდენი? საატობრივად უნდა ვიკვებო?

თამრიკო

ოქტომბერი 14, 2016

მინდა დავიწყო და იქნებ მიტხრათ შვრიის ფაფა როგორ უნდა მოვამზადო? საჭმელი საატობრივად უნდა მივიგო? და ეს შვრიის ფაფა დილიტ უნდა ვჩამო?

ირმა

ოქტომბერი 14, 2016

არაჩვეულებრივი დიეტაა 30 კილო დავიკელი უკვე მესამე ფაზაში ვარ

ირმა

ოქტომბერი 14, 2016

არაჩვეულებრივი დიეტაა 30 კილო დავიკელი უკვე მესამე ფაზაში გაუმარჯოს დუკანს

თამო

ოქტომბერი 14, 2016

ხილი არ შეიძლება პირველ ფაზაში?

აზა

ოქტომბერი 13, 2016

ძალიან მაგარი დიეტაა მე დავიცავი და 14 კილო დავიკელი თუ ვინმე გადაწყვეტთ თამამად გააკეთეთ შედეგი მაგარი აქვს

გვანცა

ოქტომბერი 10, 2016

შვრიის ქატო იყიდება ჯი პი სი აფთიაქშიც, ასევე დუკანის მაღაზიაში ბახტრიონზე. გაითვალისწინეთ, აუცილებლად შვრიის უნდა იყოს ქატო და არ უნდა ერიოს არავითარი სხვა მარცვლეული. შეიძლება სხვა რამე შემოგაჩეჩონ, ჯობია თავად წაიკითხოთ ეტიკეტზე

გვანცა

ოქტომბერი 10, 2016

უმაგრესი დიეტაა,, მერვე დღე მაქვს დღეს და უკვე -6 კილო

თაკო იკა

ოქტომბერი 9, 2016

ნორდიკის შვრიის ქატო,ჯიპისის აფთიაქებში აქვთ

ნია

ოქტომბერი 9, 2016

და შვრიის ქატო როგორ უნდა მივიღო მოვხარშო ფაფასავით??

თაკო

ოქტომბერი 8, 2016

ძალიან კარგია,ამ დიეტით დავიკელი 33კილო და ვაგრძელებ. წარმატებები ყველას! 💕✌🏻️✌🏻️

მარი მარი

ოქტომბერი 8, 2016

დავიწყებ ხვალიდაან და ვნახოთ აბაა

Lasha

ოქტომბერი 7, 2016

თუ შეგიძლიათ გადაუღეთ ფოტო შვრიის ქატოს შეფუთვის ყუთს.. ვვერსად ვერ ვიშოვე დავიტანჯეე..

ნინი

ოქტომბერი 7, 2016

ხვალიდან ვიწყეებ. წარმატებები მისურვეთ

ნანა

ოქტომბერი 7, 2016

ძალიან კარგიი დიეტააააააა

slim

ოქტომბერი 5, 2016

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები! ჩვენ მოხარულები ვიქნებით გავაცნოთ სხვებსაც თქვენი წარმატება 🙂
საიტის ადმინისტრაცია

ნუცი

ოქტომბერი 5, 2016

გეთანხმებიი… საუკეთესო დიეტა არის და მადლობა ამ საიტს რომ ასეთ კომფორტულ გარემოს ქმნის! ^^

darejani

ოქტომბერი 5, 2016

ყვეკლაზე ეფექტური დიეტაა, რაც კი გამომიცდია .. ეფექტური და კომფორტული. არ ხარ მშიერი და და დახამებული სხვადასხვა საჭმელზე 🙂 ასე მგონია რომ შემიძლია მთელი ცხოვრება ამ რეჟიმში ვიცხოვრო, იმდენად ნორმალურად შეეგუა ორგანიზმი.. რაც მთავარია შედეგი სახეზეა

Cici

ივლისი 25, 2016

Ukacravad ramdeni daikelit bolomde rom morchit am dietas?

მადი

ივლისი 6, 2016

მესამე დღეა და უკვე 2კგ დავიკელი

მადი

ივლისი 6, 2016

მესამე დღეა და უკვე 2კგ დავიკელი წონაში მართლაც ძალიან მაგარი დიეტაა!!!

nuca

ივნისი 19, 2016

ჯერჯერობიტ მესამე ფაზას ვეჭიდავები :Dd

რეზი

ივნისი 19, 2016

ყველაზე მაგარი დიეტა!!!!

All fields are required to submit a review.

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +