უგულავას დიეტა
უგულავას დიეტა

უგულავას დიეტა

  ,

ოქტომბერი 9, 2016

ჩვენი ცხოვრების წესი განსხვავებული გახდა. განსაკუთრებით თუ ვმუშაობთ ან მუდამ სახლში გვიწევს ყოფნა ეს კი  გვიშლის ხელს კალორიებთან გამკლავების პროცესში. უგულავას დიეტა სწორედ ასეთი ადამიანებისთვისაა და მისი დახმარებით 15-20 კილომდე დაიკლებთ.

ინგრედიენტები

რძე

ტომატის წვენი

შავი პური

თაფლი

ყავა

კარაქი

ლორი / ქათამის თეთრი ხორცი / საქონლის მჭლე ხორცი

კვერცხი

ბულიონი მწვანილისა და ბოსტნეულის გარეშე

ჰოლანდიური ყველი

კიტრისა და პომიდვრის სალათი

ბოსტნეულის სუპი

ჩაი

დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.
პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კილოგრამს.
მომდევნო 2 კვირის განმვლობაში წონაში არ იკლებთ.
ხოლო ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კილოგრამს.
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ უნდა იყოს ნატურალური (შაქრის გარეშე).

მითითებები

1შიმშლის დღე
საუზმე და სადილი - 1 ლიტრა რძე (მიიღეთ პატარა ჭიქებით მთელი დღის განმავლობაში).
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი, 100 გრამი შავი პური.

2ცილების დღე
საუზმე - 100 გრამი შავი პური, 20 გრამი კარაქი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ყავა რძით (შაქრის გარეშე).
სადილი - 100 გრამი ლორი ან ქათამის თეთრი ხორცი ან საქონლის მჭლე ხორცი > ბულიონიონთან (მწვანილის და ბოსტნეულის გარეშე), 100 გრამ გამდნარ ჰოლანდიური ყველთან და 100 გრამ შავ პურთან ერთად.
ვახშამი - 2 ცალი მოხარშული კვერცხი.

3ბოსტნეულის დღე
საუზმე - 2 ცალი (ვაშლი ან ფორთოხალი ან ატამი).
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი ბოსტნეული ერთი სუფლის კოვზი ზეთით ), ორი ცალი მოხარშული კარტოფილი და 200 გრამი მოხარშული გაროხი.
ვახშამი - უცხიმო სალათი 3 პომიდვრისა და 2 კიტრისგან. ერთი ჭიქა ჩაი და ერთი ჩაის კოვზი თაფლით.

4განსაკუთრებული დღე
საუზმე - უშაქრო ყავა რძით და 100 გრამი ჰოლანდიური ყველით.
სადილი - 100 გრამი (ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქონლის მოხარშული ხორცი) 100 გრამი შავი პურით და 2 მოხარშული კვერცხით.
ვახშამი - ერთი ჭიქა კეფირი.

5ცილოვანი დღე
საუზმე - 100 გრამი შავი პური, 20 გრამი კარაქი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, უშაქრო ყავა რძით.
სადილი - 100 გრამი (ლორი ან ქათამის თეთრი ხორცი ან საქონლის მჭლე ხორცი), ბულიონი (მწვანილისა და ბოსტნეულის გარეშე), 100 გრამი გამდნარი ჰოლანდიური ყველი, 100 გრამი შავი პური.
ვახშამი - 2 ცალი მოხარშული კვერცხი.

6ბოსტნეულის დღე
საუზმე - 2 ცალი (ვაშლი ან ფორთოხალი ან ატამი)
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი ბოსტნეული ერთი სუფლის კოვზი ზეთით ), ორი ცალი მოხარშული კარტოფილი და 200 გრამი მოხარშული გაროხი.
ვახშამი - უცხიმო სალათი 3 პომიდვრისა და 2 კიტრისგან. ერთი ჭიქა ჩაი და ერთი ჩაის კოვზი თაფლით.

7განსაკუთრებული დღე
საუზმე - უშაქრო ყავა რძით და 100 გრამი ჰოლანდიური ყველით.
სადილი - 100 გრამი (ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქონლის მოხარშული ხორცი) 100 გრამი შავი პურით და 2 მოხარშული კვერცხით.
ვახშამი - ერთი ჭიქა კეფირი.

დიეტის პერიოდში ნუ მიიღებთ 3-4 ჭიქაზე მეტ სითხეს. უშაქრო ყავა ნებადათულია. სამი კვირა მეორდება ეს დღეეები, ხოლო მეოთხე კვირა ქვემოთ არის მოცემული.

ორშაბათი - 1.5 კგ ვაშლი.

სამშაბათი - 1.5 კგ მოხარშული ქათამი.

ოთხშაბათი - 1.5 კგ კიტრი / პომიდორი.

ხუთშაბათი - 1 კგ მოხარშული ხორცი.

პარასკევი - 0.5 კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი.

შაბათი - 1 ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.

კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი

 

 

00:00

14 შეფასება

ნმმმმ

ოქტომბერი 3, 2018

ეს დიეტა დავიცავი ადრე და დავიკელი 12 კგ. – თან 3 კვირაში, მეოთზე კვირა აღარ გამიკეთებია. სიხარულისგან ლამის გავაფრინე. ნამდვილად ეფექტური დიეტაა . წარმატებებს გისურვებთ! მეც ვაპირებ დაწყებას და შედეგს აუცილებლად დავწერ.

ნანა

მაისი 22, 2018

ვის გამოგიცდიათ საკუთარ თავზე ეს დიეტა შედეგი გქონდათ ? მე ერთი კვირა ამ დიეტაზე ვარ მარა არაფერი დამიკლია საერთოთ არ გირჩევთ ტყუილად დაიცავთ მართლა დროს ტყუილად კარგვაა მეტი არაფერი 🙁 🙁

სოფია

ივნისი 21, 2017

მე ეს დიეტა დავიცავი ზუსტად ისე როგორც მითითებულია, საუცხოოა, ჰოლანდიური ყველი შევცვალე სულგუნით, იმერულითაც, ვიჩინა მოხარშული თევზეულით, და ხორცეულით…შენარჩუნების დღეებიც.ეფექტური და ჯანმრთელიი დიეტაა,უბრალოდ ნებისყოფაა საჭირო..ისე ლამაზად იკლებ წონაში, არ წუხდები,,1 თვე ვიცავდი ამ დიეტას.ეს ის დიეტაა, რომელთანც ახლოს არცერთნაირი დიეტა არ დადგება…მიყევით და შედეგებს ნახავთ, ან მნახეთ მე 😀 😀 <3

ნატა

მაისი 31, 2017

ისე აქ პასუხები ვინმემ რომ გაგვცეს არა?

მარი

მაისი 28, 2017

4 დღეში 3,700 მაქვს უკვე დაკლებული

ნატა

მაისი 25, 2017

თაფლზე ალერგია მაქვს და რა ვქნა?

თამუნა

მაისი 19, 2017

რძე რითი შევცვალო ხალხომირჩიეთ, ან 1 ლ რძე ყავით რომ დავლიო შეიძლება?

გვანცი

აპრილი 12, 2017

ვინმემ მითხარით მარილს აყრით საჭმელს??

Kailey

აპრილი 8, 2017

Rebecca Julius felt the need, “to just separate myself from it and not give anybody the impression that this what I be8.lvei&#e221;Now why did she think that if she didn’t wear the “Sin is Sin” teeshirt she’d be giving people the impression she was pro-LGBT?I know that closet cases are almost always men, but to me she looks like a dyke, if a weirdly malevolent one.

mzeo

ოქტომბერი 19, 2016

Davicke..sbedegebs mogvianebit davcer.

სალომე

ოქტომბერი 9, 2016

დავიწყე 🙂

მარინე

ოქტომბერი 9, 2016

დიეტა რომელიც შედეგის გარეშე არ ტოვებს! მთავარია სწორად მიყვეთ რჩევებს და ინსტრუქციებს.

ლია

ოქტომბერი 9, 2016

ძალიან ძალიან ძალიან მაგარი დიეტა!!!

slim

ოქტომბერი 9, 2016

წონის შენარჩუნების დღეები:
2 ცილოვანი დღე – ლობიო ან წიწიბურა.
2 ბოსტნეულის დღე – ხილის გარეშე.
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი.

All fields are required to submit a review.

ქირავდება/იყიდება Gaxdoma.ge, ინფორმაციის მისაღებადდაკლიკეთ აქ!
+ +